ჩაბარების ვადა:
25 ნოემბერი 2020, 17:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T8194 - ტენდერი ჭანჭიკების და ხრახნების შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სხვადასხვა ზომის ხრანხების და ჭანჭიკების შეყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
# | დასახელება | ზომის ერთეული | რაოდენობა |
1 | საკისრე - 10 მ | კგ. | 120 |
2 | საკისრე - 12 მ | კგ. | 180 |
3 | საკისრე - 16 მ | კგ. | 360 |
4 | საკისრე - 4 მ | კგ. | 48 |
5 | საკისრე - 6 მ | კგ. | 20 |
6 | საკისრე - 8 მ | კგ. | 60 |
7 | ქანჩი 10 მ. | კგ. | 240 |
8 | ქანჩი 12 მ. | კგ. | 60 |
9 | ქანჩი 16 მ. | კგ. | 360 |
10 | ქანჩი 4 მ. | კგ. | 24 |
11 | ქანჩი 6 მ. | კგ. | 12 |
12 | ქანჩი 8 მ. | კგ. | 12 |
13 | ქანჩი კაპრონიანი 6 მ. | ცალი | 600 |
14 | ქანჩი კაპრონიანი 8 მ. | ცალი | 2400 |
15 | ქანჩი მ*20 | კგ. | 20 |
16 | შემაერთებელი ქანჩი მ6 | კგ. | 360 |
17 | ჭანჭიკი 10*30 | კგ. | 160 |
18 | ჭანჭიკი 10*70 | კგ. | 240 |
19 | ჭანჭიკი 20*80 | კგ. | 30 |
20 | ჭანჭიკი 6*15 | კგ. | 60 |
21 | ჭანჭიკი 6*40 | კგ. | 40 |
22 | ჭანჭიკი 8*40 | კგ. | 180 |
23 | ჭანჭიკი გლუვთავიანი 8*40 | კგ. | 60 |
24 | ხრახნი 4*16 | კგ. | 40 |
25 | ხრახნი 5*12 | კგ. | 12 |
26 | ხრახნი 6*15 | კგ. | 12 |
27 | ხრახნი თავაკების გარეშე (ღერო) 16*2000 | ცალი | 1200 |
- მოწოდება უნდა განხორციელდეს რამოდენიმე ეტაპად 2021 წლის დეკემბრამდე.
- ხელშეკრულების გაფორმებამდე საჭიროა პროდუქტის სატესტოდ მოწოდება.
სატენდერო პირობები
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულებაში ჩაიდება მუხლი ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით სავალუტო კურსის პროპორციულად.
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება; - დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 25/11/2020 17:00 საათი
- ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
- განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
- სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
- გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
- მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
- დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
- სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 25 ნოემბერი, 17:00 სთ;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 44500000 ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჭაჯვები და ზამბარები/რესორები