ჩაბარების ვადა:
4 დეკემბერი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT8228 - ტენდერი სტუდიურ ფოტო გადაღებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს სტუდიურ ფოტო გადაღებაზე.
პროდუქტის რაოდენობა (ცალი) | ერთეულის ღირებულება (ლარი) | ჯამური ღირებულება (ლარი) |
2000 | - | - |
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- 2000 ერთეული პროდუქტის (როგორც სასმელი ასევე, საკვები) ფოტო გადაღება, დამუშავება მაღალი რეზოლუციით;
- აუცილებელია სტუდიური გადაღება, რომელიც აღჭურვილი იქნება მაღალი ხარისხის ფოტოების გადაღებისთვის საჭირო ინვენტარით;
- აუცილებელია ფოტოების გადაღების გამოცდილება პროდუქტების მიმართულებით;
- ღირებულება უნდა მიეთითოს მოცემულ ცხრილში (მიუთითეთ ასევე ღირებულება შეიცავს თუ არა კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს);
- გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში;
დამატებითი მოთხოვნა:
- გთხოვთ შემოთავაზებასთან ერთად გამოაგზავნოთ თქვენი ფოტო პორტფოლიო
დამატებითი ინფორმაცია:
- პროდუქციის სტუდიაში მოწოდება მოხდება ჩვენი მხრიდან;
- შერჩეულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2020 წლის 30 ნოემბრიდან 2020 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით;
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge , ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების უფროსი სპეციალისტი
Nino.bushelashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები