ჩაბარების ვადა:

4 დეკემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T8228 - ტენდერი სტუდიურ ფოტო გადაღებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს სტუდიურ ფოტო გადაღებაზე.

პროდუქტის რაოდენობა (ცალი) ერთეულის ღირებულება (ლარი) ჯამური ღირებულება (ლარი)
2000 - -

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • 2000 ერთეული პროდუქტის (როგორც სასმელი ასევე, საკვები) ფოტო გადაღება, დამუშავება მაღალი რეზოლუციით;
  • აუცილებელია სტუდიური გადაღება, რომელიც აღჭურვილი იქნება მაღალი ხარისხის ფოტოების გადაღებისთვის საჭირო ინვენტარით;
  • აუცილებელია ფოტოების გადაღების გამოცდილება პროდუქტების მიმართულებით;
  • ღირებულება უნდა მიეთითოს მოცემულ ცხრილში (მიუთითეთ ასევე ღირებულება შეიცავს თუ არა კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს);
  • გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში;

დამატებითი მოთხოვნა:

  • გთხოვთ შემოთავაზებასთან ერთად გამოაგზავნოთ თქვენი ფოტო პორტფოლიო

დამატებითი ინფორმაცია:

  • პროდუქციის სტუდიაში მოწოდება მოხდება ჩვენი მხრიდან;
  • შერჩეულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2020 წლის 30 ნოემბრიდან  2020 წლის 4 დეკემბრის  ჩათვლით;

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge , ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების უფროსი სპეციალისტი
Nino.bushelashvili@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები