21 დეკემბერი 2020, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT8256 - ტენდერი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
- ნომრით #EF-GE/511
- დანიშნულება: ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი სადაზღვევო პირობები:
- ჯანმრთელობის სრული დაზღვევა, რომელიც უნდა ითვალისწინებს სამი კატეგორიის სადაზღვევო პაკეტს (რაც გულისხმობს სამი განსხვავებული ღირებულების პაკეტს სხვადასხვა რანგის თანამშრომლებისთვის) და შემდეგ მინიმალურ პირობებს:
- გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება: 100%;
- ჰოსპიტალური მომსახურება უბედური შემთხვევის შედეგად: 100%;
- გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება: 100% ;
- ონკოლოგია: 100%
- ინტერვენციული კარდიოლოგია/სტენდირიბითი/კარდიოქირურგია:100%
- გადაუდებელი ამბულატორია: 100%
- გეგმიური ამბულატორია პირადი ექიმის მიმართვით 90%დან 100% -მდე (დასაზღვევის პაკეტის კატეგორიის მიხედვით)
- გეგმიური ამბულატორია პირადი ექიმის მიმართვის გარეშე:0%დან 100%-მდე (დასაზღვევის პაკეტის კატეგორიის მიხედვით)
- დანიშნული მედიკამენტები: 50%დან 100%მდე (დასაზღვევის პაკეტის კატეგორიის მიხედვით)
- საზღვარგარეთ ჩატარებული ამბულატორიული მომსახურეობა: 0%დან 100%-მდე (დასაზღვევის პაკეტის კატეგორიის მიხედვით)
- პროფილაქტიკური შემოწმება: წელიწადში 2ჯერ/100%
- ორსულობა/მშობიარობა:100%
- გადაუდებელი სტომატოლოგია: ულიმიტო/100%
- გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურეობა პროვაიდერ კლინიკებში: 90%-დან 100%-მდე (დასაზღვევის პაკეტის კატეგორიის მიხედვით)
- სასწრაფო/სამედიცინო დახმარება : 100%
- პირადი ექიმის მომსახურეობა : 100%
- პირადი მენეჯერის მომსახურეობა:100%
- სამოგზაურო დაზღვევა - ოჯახის წევრების (მეუღლე და შვილები) ჯანმრთელობის დაზღვევა ზემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით დადამატებითი ოჯახის წევრების (და-ძმა ოჯახებით, მშობლები) ჯანმრთელობის დაზღვევა (იმ შემთხვევაში თუ დამატებით ოჯახისწევრებზე მოქმედებს განსხვავებული ლიმიტი გთხოვთ მოგვაწოდოთ დეტალური ჩამონათვალი).
- ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე არსებული დაავადებების და მდგომარეობების (მათ შორის, ორსულობა და მშობიარობა), მათი გართულების მკურნალობის და მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურება დაზღვეულთათვის მოცდის პერიოდის გარეშე;
ჩვენი ძირითადი მოთხოვნებია:
- სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერ კლინიკების ცხრილს თბილისში და რეგიონებში.
- გამონაკლისების დეტალური განმარტება (დაავადებების და მათი ჯგუფების კონკრეტული ცხრილი, რომელიც არ იფარებადაზღვევით, ყოველგვარი „ა.შ.“-ის გარეშე).
- თუ სადაზღვევო კომპანიას არ ჰყავს სტომატოლოგიური პროვაიდერი კონკრეტულ რეგიონში/ქალაქში, დაზღვეულს უნდა ჰქონდესშესაძლებლობა ისარგებლოს თავისუფალი არჩევანის სქემით. (გადახდა, ანაზღაურება)
- დაზღვეულებს უნდა ჰქონდეთ უფლება მიმართონ ნებისმიერ ლიცენზირებულ ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას, აფთიაქს; არაპროვაიდერ კლინიკებში სერვისის მისაღებად სქემის აღწერა (პაციენტის მიერ წარსადგენი საჭირო დოკუმენტების ცხრილისჩათვლით).
- შესაძლებელია პროდუქტის რამოდენიმე ვარიანტის განხილვა, ფასის და პროდუქტის შესაბამისობით, როგორც საბაზისო ასევედამატებითი ოჯახის წევრებისთვის განკუთვნილ პროდუქტებზე.
დასაზღვევ პირთა ოდენობა ამჟამად შეადგენს 437 -ს. (+ დაზღვეულთა ოჯახის წევრების რაოდენობა) .
დამატებითი პირობები და კომენტარები
კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, აუცილებელია შესრულებულ იქნას შემდეგი პირობები:
- დაზღვევამდელი დაავადებების ანაზღაურება ყველა დაზღვეულზე, მოცდის პერიოდის გარეშე;
- სადაზღვევო სერვისებით სარგებლობის თავისუფალი სქემა;
- ქრონიკული დაავადების დიაგნოსტიკის, საკონტროლო კვლევების და კონსულტაციის ხარჯების ანაზღაურება;
- გულისა და სისხლძარღვების დაავადებების გამოკვლევების და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება;
- ონკოლოგიური დაავადებების ქირურგიული და თერაპიული მკურნალობა; მ.შ. ქიმიო და სხივური თერაპია;
- შეძენილი მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურება;
- სადაზღვევო დაფინანსება ნებისმიერი სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად;
- სადაზღვეო პაკეტის შეცვლის შესაძლებლობა;
- შვილები მინ. 21 წლამდე
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:
- ფასები თანდართული ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისების დეტალური ჩამონათვალი
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- გასაფორმებელი ხელშეკრულების დრაფტი (შემდეგი ინფორმაციის მითითებით: სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა; გამონაკლისების დეტალური სია);
- პროვაიდერების სია ;
- დამატებითი/განსხვავებული შემოთავაზები,მათი არსებობის შემთხვევაში
პრეტედენტმა საჭიროა წარმოდაგინოს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი წარმოდგენილი დოკუმენტებისჩამონათვალი.
შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა ან/და წარდგენილი ინფორმაციისდაზუსტება.
სატენდერო წინადადების ფასი საჭიროა მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 (ერთი) წლის ვადით.
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : პერსონალის მართვის დეპარტამენტი;
- წარწერა: კონფიდენციალურია
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
- მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. ლუდსახარში ნატახტარი, სს.ლომისი
- შემოთავაზების მიღება იწყება 02.12.2020 14:00
- შემოთავაზების მიღება მთავრდება 21.12.2020 16:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ზურაბ კვესელავა
პერსონალის მართვის დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი: მცხეთის რაიონი, სოფ. ნატახტარი,
ტელ.: (+99532) 2180797
ელფოსტა: HRTenders@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები