ჩაბარების ვადა:

21 დეკემბერი 2020, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T8256 - ტენდერი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს: 

  • ნომრით #EF-GE/511
  • დანიშნულება: ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი სადაზღვევო პირობები: 

  • ჯანმრთელობის სრული დაზღვევა, რომელიც უნდა ითვალისწინებს სამი კატეგორიის სადაზღვევო პაკეტს (რაც გულისხმობს სამი განსხვავებული ღირებულების პაკეტს სხვადასხვა რანგის თანამშრომლებისთვის) და შემდეგ მინიმალურ  პირობებს:
    - გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება: 100%;
    - ჰოსპიტალური მომსახურება უბედური შემთხვევის შედეგად: 100%;
    - გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება: 100% ;
    - ონკოლოგია: 100%
    - ინტერვენციული კარდიოლოგია/სტენდირიბითი/კარდიოქირურგია:100%
    - გადაუდებელი ამბულატორია: 100%
    - გეგმიური ამბულატორია პირადი ექიმის მიმართვით 90%დან 100% -მდე (დასაზღვევის პაკეტის კატეგორიის მიხედვით)
    - გეგმიური ამბულატორია პირადი ექიმის მიმართვის გარეშე:0%დან 100%-მდე (დასაზღვევის პაკეტის კატეგორიის მიხედვით)
    - დანიშნული მედიკამენტები: 50%დან 100%მდე (დასაზღვევის პაკეტის კატეგორიის მიხედვით)
    - საზღვარგარეთ ჩატარებული ამბულატორიული მომსახურეობა: 0%დან 100%-მდე (დასაზღვევის პაკეტის კატეგორიის მიხედვით)
    - პროფილაქტიკური შემოწმება: წელიწადში 2ჯერ/100%
    - ორსულობა/მშობიარობა:100%
    - გადაუდებელი სტომატოლოგია: ულიმიტო/100%
    - გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურეობა პროვაიდერ კლინიკებში: 90%-დან 100%-მდე (დასაზღვევის პაკეტის კატეგორიის მიხედვით)
    - სასწრაფო/სამედიცინო დახმარება : 100%
    - პირადი ექიმის მომსახურეობა : 100%
    - პირადი მენეჯერის მომსახურეობა:100%
    - სამოგზაურო დაზღვევა
  • ოჯახის წევრების (მეუღლე და შვილები) ჯანმრთელობის დაზღვევა ზემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით დადამატებითი ოჯახის წევრების (და-ძმა ოჯახებით, მშობლები) ჯანმრთელობის დაზღვევა (იმ შემთხვევაში თუ დამატებით ოჯახისწევრებზე მოქმედებს განსხვავებული ლიმიტი გთხოვთ მოგვაწოდოთ დეტალური ჩამონათვალი).
  • ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე არსებული დაავადებების და მდგომარეობების (მათ შორის, ორსულობა და მშობიარობა), მათი გართულების მკურნალობის და მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურება დაზღვეულთათვის მოცდის პერიოდის გარეშე;

ჩვენი ძირითადი მოთხოვნებია:

  • სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერ კლინიკების ცხრილს თბილისში და რეგიონებში.  
  • გამონაკლისების დეტალური განმარტება (დაავადებების და მათი ჯგუფების კონკრეტული ცხრილი, რომელიც არ იფარებადაზღვევით, ყოველგვარი „ა.შ.“-ის გარეშე).
  • თუ სადაზღვევო კომპანიას არ ჰყავს სტომატოლოგიური პროვაიდერი კონკრეტულ რეგიონში/ქალაქში, დაზღვეულს უნდა ჰქონდესშესაძლებლობა ისარგებლოს თავისუფალი არჩევანის სქემით. (გადახდა, ანაზღაურება)
  • დაზღვეულებს უნდა ჰქონდეთ უფლება მიმართონ ნებისმიერ ლიცენზირებულ ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას, აფთიაქს; არაპროვაიდერ კლინიკებში სერვისის მისაღებად სქემის აღწერა (პაციენტის მიერ წარსადგენი საჭირო დოკუმენტების ცხრილისჩათვლით).
  • შესაძლებელია პროდუქტის რამოდენიმე ვარიანტის განხილვა, ფასის და პროდუქტის შესაბამისობით, როგორც საბაზისო ასევედამატებითი ოჯახის წევრებისთვის განკუთვნილ პროდუქტებზე.

დასაზღვევ პირთა ოდენობა ამჟამად შეადგენს 437 -ს. (+ დაზღვეულთა ოჯახის წევრების რაოდენობა) .
დამატებითი პირობები და კომენტარები

კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, აუცილებელია შესრულებულ იქნას შემდეგი პირობები:

  • დაზღვევამდელი დაავადებების ანაზღაურება ყველა დაზღვეულზე, მოცდის პერიოდის გარეშე;
  • სადაზღვევო სერვისებით სარგებლობის თავისუფალი სქემა;
  • ქრონიკული დაავადების დიაგნოსტიკის, საკონტროლო კვლევების და კონსულტაციის ხარჯების ანაზღაურება;
  • გულისა და სისხლძარღვების დაავადებების გამოკვლევების და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება;
  • ონკოლოგიური დაავადებების ქირურგიული და თერაპიული მკურნალობა; მ.შ. ქიმიო და სხივური თერაპია;
  • შეძენილი მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურება;
  • სადაზღვევო დაფინანსება ნებისმიერი სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად; 
  • სადაზღვეო პაკეტის შეცვლის შესაძლებლობა;
  • შვილები მინ. 21 წლამდე

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

  • ფასები თანდართული ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისების დეტალური ჩამონათვალი
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • გასაფორმებელი ხელშეკრულების დრაფტი (შემდეგი ინფორმაციის მითითებით: სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა; გამონაკლისების დეტალური სია);
  • პროვაიდერების სია ;
  • დამატებითი/განსხვავებული შემოთავაზები,მათი არსებობის შემთხვევაში

პრეტედენტმა საჭიროა წარმოდაგინოს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი წარმოდგენილი დოკუმენტებისჩამონათვალი.
შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა ან/და წარდგენილი ინფორმაციისდაზუსტება.

სატენდერო წინადადების ფასი საჭიროა მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 (ერთი) წლის ვადით.

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : პერსონალის მართვის დეპარტამენტი;
  • წარწერა: კონფიდენციალურია
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:

  • მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. ლუდსახარში ნატახტარი, სს.ლომისი
  • შემოთავაზების მიღება იწყება 02.12.2020 14:00
  • შემოთავაზების მიღება მთავრდება 21.12.2020 16:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ზურაბ კვესელავა
პერსონალის მართვის დეპარტამენტი  
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი: მცხეთის რაიონი,     სოფ. ნატახტარი,
ტელ.: (+99532) 2180797
ელფოსტა: HRTenders@ge.anadoluefes.com

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები