ჩაბარების ვადა:
14 იანვარი 2021, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT8360 - ტენდერი დაცვის სამსახურის მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“ აცხადებს ტენდერს დაცვის სამსახურის მომსახურებაზე.
შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“ ოპერირებს ქ. ბათუმში, საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე, დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლია ეწვიოთ შემდეგ ვებ-გვერდს: www.bict.ge
კომპანია აცხადებს ტენდერს ცოცხალი დაცვის მომსახურებაზე სამ დღეში ერთხელ 24 საათიანი გრაფიკით.
მოვალეობები:
- პერიმეტრის, შენობა-ნაგებობების და ტერმინალში არსებული ტვირთის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა
- შესასვლელი/გასასვლელი ჭიშკრის, პარკინგის კონტროლი და აღრიცხვის ჟურნალის წარმოება;
- ტვირთმფლობელების, ავტომობილების მძღოლების, ვიზიტორებისა და ფორვარდერების ტერმინალში ყოფნის პერიოდში მათი გადაადგილების კონტროლი.
- პირადი დაცვის საშუალებების გაცემა და მათი გამოყენების კონტროლი ტერმინალის ტერიტორიაზე ყოფნის დროს
- საშვთა ბიუროს ფუნქციონირება და შესაბამის საშვების გაცემა/აღრიცხვა.
- ტერმინალის ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევის წესების დაცვის კონტროლი
- დანაშაულის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა და გამოძიებების ხელშეწყობა
- ტერმინალის ტერიტორიაზე საჭიროებიდან გამომდინარე ავტომობილებში საწვავის მიწოდებაზე კონტროლი.
- კონტეინერმზიდი მანქანების მძღოლების ტერმინალის ტერიტორიაზე ქვეითად გადაადგილების აღკვეთა.
- გაფორმების ეკონომიკური ზონის გამშვებ საგუშაგოზე ავტომანქანების რიგითობისა და წესრიგის დაცვა.
- გაფორმების ეკონომიკური ზონის საგუშაგოდან ტერიტორიაზე არასანქცირებული პირების შეღწევის აღკვეთა და კონტროლი.
- საჭიროებიდან გამომდინარე პერიოდულად, ტერმინალის თანამშრომლებისა და მომხმარებლების ხელბარგის, ავტომანქანის საბარგულისა და პიროვნებების შემოწმება/ჩხრეკის განხორციელება მეტალო დეტექტორების გამოყენებით.
- შეასრულოს კომპანიის უსაფრთხოების მითითებები და დავალებები;
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია დალუქულ კონვერტში:
კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- კომპანიის სრული დასახელება;
- საკონტაქტო პირის სახელი და გვარი;
- მისამართი;
- ტელეფონი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
კომერციული პირობები:
- ოპერატიული თანამშრომლების რაოდენობა;
- 24 ოპერატიული თანამშრომელი
- 3 ცვლის უფროსი
- 1 დაცვის უფროსი
- სულ; 28 საშტატო ერთეული
- მომსახურების არეალი საქართველოში;
- ყოველთვიური გადასახადი ობიექტის დაცვაზე;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ: 2021 წლის 14 იანვარი, 17:00 საათი.
- სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა განხორციელდეს დალუქულ კონვერტში, სამუშაო საათების განმავლობაში, შემდეგ მისამართზე: შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“, საქართველო. ქ. ბათუმი, 6010, ბაქოს ქუჩა N11.
ტენდერის კატეგორია:
- 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71700000 მონიტორინგი და კონტროლი