ჩაბარების ვადა:

14 იანვარი 2021, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T8360 - ტენდერი დაცვის სამსახურის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“ აცხადებს ტენდერს დაცვის სამსახურის მომსახურებაზე.

შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“ ოპერირებს ქ. ბათუმში, საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე, დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლია ეწვიოთ შემდეგ ვებ-გვერდს: www.bict.ge  

კომპანია აცხადებს ტენდერს ცოცხალი დაცვის მომსახურებაზე სამ დღეში ერთხელ 24 საათიანი გრაფიკით. 

მოვალეობები:

  • პერიმეტრის, შენობა-ნაგებობების და ტერმინალში არსებული ტვირთის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • შესასვლელი/გასასვლელი ჭიშკრის, პარკინგის კონტროლი და აღრიცხვის ჟურნალის წარმოება;
  • ტვირთმფლობელების, ავტომობილების მძღოლების, ვიზიტორებისა და ფორვარდერების ტერმინალში ყოფნის პერიოდში მათი გადაადგილების კონტროლი.
  • პირადი დაცვის საშუალებების გაცემა და მათი გამოყენების კონტროლი ტერმინალის ტერიტორიაზე ყოფნის დროს
  • საშვთა ბიუროს ფუნქციონირება და შესაბამის საშვების გაცემა/აღრიცხვა.
  • ტერმინალის ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევის წესების დაცვის კონტროლი 
  • დანაშაულის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა და გამოძიებების ხელშეწყობა
  • ტერმინალის ტერიტორიაზე საჭიროებიდან გამომდინარე ავტომობილებში საწვავის მიწოდებაზე კონტროლი.
  • კონტეინერმზიდი მანქანების მძღოლების ტერმინალის ტერიტორიაზე ქვეითად გადაადგილების აღკვეთა.
  • გაფორმების ეკონომიკური ზონის გამშვებ  საგუშაგოზე ავტომანქანების რიგითობისა და წესრიგის დაცვა. 
  • გაფორმების ეკონომიკური ზონის საგუშაგოდან ტერიტორიაზე არასანქცირებული პირების  შეღწევის აღკვეთა და კონტროლი.
  • საჭიროებიდან გამომდინარე პერიოდულად, ტერმინალის თანამშრომლებისა და მომხმარებლების ხელბარგის, ავტომანქანის საბარგულისა და პიროვნებების შემოწმება/ჩხრეკის განხორციელება მეტალო დეტექტორების გამოყენებით. 
  • შეასრულოს კომპანიის უსაფრთხოების მითითებები და დავალებები;

მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია დალუქულ კონვერტში:
კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის სრული დასახელება;
  • საკონტაქტო პირის სახელი და გვარი;
  • მისამართი;
  • ტელეფონი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ; 

კომერციული პირობები:

  • ოპერატიული თანამშრომლების რაოდენობა;
  • 24 ოპერატიული თანამშრომელი
  • 3 ცვლის უფროსი
  • 1 დაცვის უფროსი
  • სულ; 28 საშტატო ერთეული
  • მომსახურების არეალი საქართველოში;
  • ყოველთვიური გადასახადი ობიექტის დაცვაზე;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ: 2021 წლის 14 იანვარი, 17:00 საათი.
  • სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა განხორციელდეს დალუქულ კონვერტში, სამუშაო საათების განმავლობაში, შემდეგ მისამართზე: შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“, საქართველო. ქ. ბათუმი, 6010, ბაქოს ქუჩა N11.

ტენდერის კატეგორია:

  • 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71700000 მონიტორინგი და კონტროლი