18 იანვარი 2021, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT8508 - ტენდერი შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის სერვისის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის სერვისის შესყიდვაზე.
აუცილებელი მოთხოვნა:
- გამოცდილი და სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომსახურება, რომელიც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით უზრუნველყოფს ბანკში შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვას და მართვას.
კერძოდ:
- რისკების შეფასება და კონტროლი - ობიექტების ინსპექტირება, საფრთხეების გამოვლენა და იდენტიფიცირება, რისკების ამსახველი დოკუმენტის შექმნა;
- რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
- კომპანიის შენობა-ნაგებობების გამაფრთხილებელი ნიშნებით უზრუნველყოფის კონტროლი;
- შრომის უსაფრთხოების გეგმის შედგენა - შემუშავებულ ღონისძიებათა ნუსხა, რომლის მიზანია სამუშაოს შესრულებისას ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა;
- საგანგებო სიტუაციათა მართვის გეგმა - დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია საგანგებო სიტუაციებისას (ხანძარი, მიწისძვრა...) მოქმედების გეგმა და თითოეული დასაქმებულის ვალდებულება ამ გეგმაში;
- გაზომვითი სამუშაოები - ტემპერატურის, ტენიანობის, განათების, ჰაერის მოძრაობის სიჩქარის ზემოქმედების განსაზღვრა თანამშრომლების ჯანმრთელობაზე და პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციების გაცემა;
- შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუდმივი ინფორმირებულობა და ბანკის მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
- სასწავლო პროგრამების შემუშავება და ჩატარება;
- შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სამართლებრივ მარეგულირებელ ნორმებთან და წესებთან ბანკის პროცესების/ინფრასტრუქტურის შესაბამისობაში მოყვანა.
ბანკში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა:
- თბილისი - 3000 -მდე;
- რეგიონი - 3000- მდე;
ბანკის მომსახურეობის ობიექტები, სხვადასხვა დანიშნულების ფილიალები და ოფისები:
- თბილისი - სხვადასხვა მომსახურეობის ობიექტი - 104 ერთეული;
- თბილისი - მოძრავი მომსახურეობის ობიექტი (ავტომანქანა) – 10 ერთეული;
- თბილისი - სხვადასხვა დანიშნულების ოფისი - 4 ერთეული;
- რეგიონი - სხვადახსვა მომსახურების ობიექტი - 245 ერთეული;
- რეგიონი - მოძრავი მომსახურების ობიექტი (ავტომანქანა) – 92 ერთეული;
- რეგიონი - სხვადასხვა დანიშნულების ოფისი - 2 ერთეული;
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონის 34-ე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, შემოთავაზება წარმოგვიდგინოთ მხოლოდ ლარით;
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 18 იანვარი 17:00 საათი;
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge;
- ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან გადმოგზავნილი სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, მობ: 595 90 12 00, ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge;
ტექნიკურ საკითხებზე გთხოვთ, დაუკავშირდეთ მატერიალური და ტექნიკური მომსახურების დეპარტამენტის უფროსს ირაკლი ადამაშვილს, მობ: 591 28 42 02; ელ-ფოსტა: irakli.adamashvili@lb.ge;
ტენდერის კატეგორია:
- 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები