ჩაბარების ვადა:

18 იანვარი 2021, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T8508 - ტენდერი შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის სერვისის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ლიბერთი  ბანკი“ აცხადებს ტენდერს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის სერვისის შესყიდვაზე.

აუცილებელი მოთხოვნა:

  • გამოცდილი და სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომსახურება, რომელიც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით უზრუნველყოფს ბანკში შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვას და მართვას. 

კერძოდ:

  • რისკების შეფასება და კონტროლი - ობიექტების ინსპექტირება, საფრთხეების გამოვლენა და იდენტიფიცირება, რისკების ამსახველი დოკუმენტის შექმნა;
  • რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის შენობა-ნაგებობების გამაფრთხილებელი ნიშნებით უზრუნველყოფის კონტროლი;
  • შრომის უსაფრთხოების გეგმის შედგენა - შემუშავებულ ღონისძიებათა ნუსხა, რომლის მიზანია სამუშაოს შესრულებისას ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა;
  • საგანგებო სიტუაციათა მართვის გეგმა - დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია საგანგებო სიტუაციებისას (ხანძარი, მიწისძვრა...) მოქმედების გეგმა და თითოეული დასაქმებულის ვალდებულება ამ გეგმაში;
  • გაზომვითი სამუშაოები - ტემპერატურის, ტენიანობის, განათების, ჰაერის მოძრაობის სიჩქარის ზემოქმედების განსაზღვრა თანამშრომლების ჯანმრთელობაზე და პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციების გაცემა;
  • შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუდმივი ინფორმირებულობა და ბანკის მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
  • სასწავლო პროგრამების შემუშავება და ჩატარება;
  • შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სამართლებრივ მარეგულირებელ ნორმებთან და წესებთან ბანკის პროცესების/ინფრასტრუქტურის შესაბამისობაში მოყვანა.

ბანკში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა:

  • თბილისი - 3000 -მდე;
  • რეგიონი - 3000- მდე;

ბანკის მომსახურეობის ობიექტები, სხვადასხვა დანიშნულების ფილიალები და ოფისები:

  • თბილისი - სხვადასხვა მომსახურეობის ობიექტი - 104 ერთეული;
  • თბილისი - მოძრავი მომსახურეობის ობიექტი  (ავტომანქანა) – 10 ერთეული;
  • თბილისი - სხვადასხვა  დანიშნულების ოფისი - 4 ერთეული;
  • რეგიონი -  სხვადახსვა მომსახურების ობიექტი  - 245 ერთეული;
  • რეგიონი - მოძრავი მომსახურების ობიექტი (ავტომანქანა) – 92 ერთეული;
  • რეგიონი - სხვადასხვა  დანიშნულების ოფისი - 2 ერთეული;

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონის 34-ე მუხლის 2​1 პუნქტის თანახმად, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, შემოთავაზება წარმოგვიდგინოთ მხოლოდ ლარით;

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ; 
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 18 იანვარი 17:00 საათი;
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge;
  • ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან გადმოგზავნილი სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე;

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე,  მობ:  595 90 12 00, ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; 

ტექნიკურ საკითხებზე გთხოვთ, დაუკავშირდეთ მატერიალური და ტექნიკური მომსახურების დეპარტამენტის უფროსს ირაკლი ადამაშვილს, მობ: 591 28 42 02; ელ-ფოსტა: irakli.adamashvili@lb.ge;  

ტენდერის კატეგორია:

  • 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები