 
    
        ჩაბარების ვადა:
        
    25 იანვარი 2021, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT8543 - ტენდერი ტურბინის სარეზერვო წინა, უკანა სახურავების აღდგენა და ახალი წინა, უკანა ლაბირინთული შემჭიდროვებების დამზადებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 25 იანვარი 2021 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს ტურბინის სარეზერვო წინა, უკანა სახურავების აღდგენა და ახალი წინა, უკანა ლაბირინთული შემჭიდროვებების დამზადებაზე.
სამუშაოს სპეციფიკაცია:
- ტურბინის სარეზერვო წინა სახურავის აღდგენა- 1 ცალი;
- ტურბინის სარეზერვო უკანა სახურავის აღდგენა - 1 ცალი.
- წინა ლაბირინთული შემჭიდროვების დამზადება – 2 ცალი;
- უკანა ლაბირინთული შემჭიდროვების დამზადება – 2 ცალი;
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- დეტალების ნახაზები; (დანართი #1-5)
- ტექნიკური დავალება. (დანართი #6)
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
 - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 25 იანვარი, 17:00 საათი.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი (18.01-GIEC-HYDRO/Service-2021);
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 
მობ: 591 12 97 74
ელ.ფოსტა: shgogoladze@gig.ge
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ლერი ჭიპაშვილი
მობ: 599 88 11 66
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
დოკუმენტაცია
                                                
                            
                            2021 წინა და უკანა სახურავების აღდგენა
                            2021 წინა და უკანა სახურავების აღდგენა
                        
                                                
                            
                            დანართი #1 Front seal ring H10011 2 - 03
                            დანართი #1 Front seal ring H10011 2 - 03
                        
                                                
                            
                            დანართი #2 Rare seal ring H10011 2 - 04
                            დანართი #2 Rare seal ring H10011 2 - 04
                        
                                                
                            
                            დანართი #3 RTF-5500 200 000
                            დანართი #3 RTF-5500 200 000
                        
                                                
                            
                            დანართი #4 RTF-5500 250 000
                            დანართი #4 RTF-5500 250 000
                        
                                                
                            
                            დანართი #5 RTF-5500 251 000
                            დანართი #5 RTF-5500 251 000
                        
                                                
                            
                            დანართი #6 ტექნიკური დავალება
                            დანართი #6 ტექნიკური დავალება
                        
                                            
                                            
                            