ჩაბარების ვადა:

25 იანვარი 2021, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T8543 - ტენდერი ტურბინის სარეზერვო წინა, უკანა სახურავების აღდგენა და ახალი წინა, უკანა ლაბირინთული შემჭიდროვებების დამზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს ტურბინის სარეზერვო წინა, უკანა სახურავების აღდგენა და ახალი წინა, უკანა ლაბირინთული შემჭიდროვებების დამზადებაზე.

სამუშაოს სპეციფიკაცია:

  • ტურბინის სარეზერვო წინა სახურავის აღდგენა- 1 ცალი;
  • ტურბინის სარეზერვო უკანა სახურავის აღდგენა - 1 ცალი.
  • წინა ლაბირინთული შემჭიდროვების დამზადება – 2 ცალი;
  • უკანა ლაბირინთული შემჭიდროვების დამზადება – 2 ცალი;

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • დეტალების ნახაზები; (დანართი #1-5)
  • ტექნიკური დავალება. (დანართი #6)

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. 

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას  პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 25 იანვარი, 17:00 საათი.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.  
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი (18.01-GIEC-HYDRO/Service-2021);

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
მობ: 591 12 97 74
ელ.ფოსტა: shgogoladze@gig.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ლერი ჭიპაშვილი
მობ: 599 88 11 66

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები