5 თებერვალი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT8607 - ბაზრის კვლევა (ფასთა გამოკითხვას), კომპანიის შესარჩევად, რომელიც ბანკისთვის უზრუნველყოფს მედიაციის შესახებ კანონით დადგენილი ,,კერძო მედიაციის“ მომსახურების გაწევაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ბაზრის კვლევას (ფასთა გამოკითხვას), კომპანიის შესარჩევად, რომელიც ბანკისთვის უზრუნველყოფს მედიაციის შესახებ კანონით დადგენილი ,,კერძო მედიაციის“ მომსახურების გაწევას.
საკვლევი თემა:
- მედიაციის ფარგლები (დავების სეგმენტი, დავის საგნის ოდენობა, ტერიტორია ა.შ);
- მედიაციის საფასური და ხარჯები (პირთა სიმრავლის პირობებში, სხვადასხვა რეგიონში მედიაციის აუცილებლობისას);
- მედიაციის წარმოების ძირითადი პრინციპები (შეხვედრების ოდენობა, ზეპირი თუ მობ, მეილით კომუნიკაცია ა.შ);
- გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების პრინციპი მედიაციის შეუძლებლობისას;
- სასურველია მოხდეს მომსახურების ძირითადი პირობის ასახვა თანდართული პრეზენტაციის სახით;
კომპანიის შერჩევა მოხდება შემდგომი შესაძლო თანამშრომლობის მიზნით. ამ მიზნით დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ კომერციული შემოთავაზება მოთხოვნილ მომსახურებაზე დანართი #1-ის შესაბამისად.
ფასთა კვლევის შედეგად მიღებული რაიმე შედეგი არაა სავალდებულო ბანკისთვის და არ წარმოშობს რაიმე ვალდებულებას შესაბამის კომპანიასთან ხელშეკრულების გასაფორმებლად.
თუ ბანკის მხრიდან მოხდება რომელიმე კომპანიასთან/კომპანიებთან ურთიერთობის გაგრძელებაზე გადაწყვეტილების მიღება, მხარეებს შორის გაფორმდება ხელშეკრულება დანართი #2-ის შესაბამისად.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის დასახელება;
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 1 წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- საბანკო რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
- დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ არაუგვიანეს 2021 წლის 5 თებერვლისა წარმოადგინოთ შემოთავაზება (შევსებული დანართი #1) ელექტრონული ფოსტით ელექტრონულ მისამართზე: Shorena.tavadze@lb.ge; შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, მობ: 595 901 200.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად საკონტაქტო პირია სასამართლო დავების განყოფილების უფროსი სოფიო მაჭავარიანი;
მობ: 591 906 040
ელ. ფოსტა: sopho.machavariani@lb.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79100000 იურიდიული მომსახურებები