ჩაბარების ვადა:

5 თებერვალი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T8607 - ბაზრის კვლევა (ფასთა გამოკითხვას), კომპანიის შესარჩევად, რომელიც ბანკისთვის უზრუნველყოფს მედიაციის შესახებ კანონით დადგენილი ,,კერძო მედიაციის“ მომსახურების გაწევაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ბაზრის კვლევას (ფასთა გამოკითხვას), კომპანიის შესარჩევად, რომელიც ბანკისთვის უზრუნველყოფს მედიაციის შესახებ კანონით დადგენილი ,,კერძო მედიაციის“ მომსახურების გაწევას.

საკვლევი თემა:

  • მედიაციის ფარგლები (დავების სეგმენტი, დავის საგნის ოდენობა, ტერიტორია ა.შ);
  • მედიაციის საფასური და ხარჯები (პირთა სიმრავლის პირობებში, სხვადასხვა რეგიონში მედიაციის აუცილებლობისას);
  • მედიაციის წარმოების ძირითადი პრინციპები (შეხვედრების ოდენობა, ზეპირი თუ მობ, მეილით კომუნიკაცია ა.შ);
  • გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების პრინციპი მედიაციის შეუძლებლობისას;
  • სასურველია მოხდეს მომსახურების ძირითადი პირობის ასახვა თანდართული პრეზენტაციის სახით;

კომპანიის შერჩევა მოხდება შემდგომი შესაძლო თანამშრომლობის მიზნით. ამ მიზნით დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ კომერციული შემოთავაზება მოთხოვნილ მომსახურებაზე  დანართი #1-ის შესაბამისად.

ფასთა კვლევის შედეგად მიღებული რაიმე შედეგი არაა სავალდებულო ბანკისთვის და არ წარმოშობს რაიმე ვალდებულებას შესაბამის კომპანიასთან ხელშეკრულების გასაფორმებლად.

თუ ბანკის მხრიდან მოხდება რომელიმე კომპანიასთან/კომპანიებთან ურთიერთობის გაგრძელებაზე გადაწყვეტილების მიღება, მხარეებს შორის გაფორმდება ხელშეკრულება დანართი #2-ის შესაბამისად.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის დასახელება;
  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 1 წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

  • დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ არაუგვიანეს 2021 წლის 5 თებერვლისა წარმოადგინოთ შემოთავაზება (შევსებული დანართი #1) ელექტრონული ფოსტით ელექტრონულ მისამართზე: Shorena.tavadze@lb.ge; შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, მობ: 595 901 200.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად საკონტაქტო პირია სასამართლო დავების განყოფილების უფროსი სოფიო მაჭავარიანი;
მობ: 591 906 040
ელ. ფოსტა: sopho.machavariani@lb.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 79100000 იურიდიული მომსახურებები