15 თებერვალი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT8627 - ტენდერი პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტის: „საქართველოსა და უკრაინის უსდ-ების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით“ (HEIn4, 609939-EPP-1-2019-1-BE-EPPKA2-CBHE-JP) აცხადებს ღია ტენდერს პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.
ყველა დაინტერესებული მხარე, რომელიც აპირებს მონაწილეობის მიღებას წინამდებარე ტენდერში, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
-
პროგრამული უზრუნველყოფით ვაჭრობის გამოცდილება ბოლო 2 წლის განმავლობაში;
-
ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ ერთი მსგავსი მასშტაბის კონტრაქტი.
სხვა მოთხოვნები:
-
სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას დანართ #1-ის შევსების გზით დღგ-ს გარეშე (პროექტი სარგებლობს საგადასახადო შეღავათით). ის ხარჯი, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
-
შემოთავაზებული პროგრამული უზრუნველყოფა უნდა აკმაყოფილებდეს დანართ #1-ში მითითებულ მახასიათებლებს (სპეციფიკაციები).
შესყიდვის სავარაუდო მაქსიმალური ღირებულება:
-
3000 ევროს ექვივალენტი ლარში
კონტრაქტის პირობები და ანაზღაურება:
-
კონტრაქტის ფარგლებში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის მოწოდება 2021 წლის თებერვლის თვეში.
-
კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის სრული ანაზღაურება მოხდება დამკვეთსა და კონტრაქტორს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში.
-
ანაზღაურება მოხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.
შერჩევის კრიტერიუმები:
-
შემოთავაზებების განხილვის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ სატენდერო წინადადებას, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნას და წარმოადგენს კონკურენტულ ფასს.
-
არასრულად წარმოდგენილი სატენდერო წინადადება არ განიხილება.
პროცედურა:
წინამდებარე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ყველა დაინტერესებული მხარე ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი სატენდერო დოკუმენტაცია:
-
განცხადების ფორმა (იხილეთ ნიმუში);
-
დანართი# 1 (ფასთა კვოტირების ფორმა; გაითვალისწინეთ, რომ ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარის ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს გარეშე).
-
ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის გამოქვეყნების შემდეგ;
-
ცნობა, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
სატენდერო წინადადება ყველა ზემოთ ხსენებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოიგზავნოს 2021 წლის 15 თებერვლამდე შემდეგ ელ. მისამართზე: info@btu.edu.ge - სათაურით ტენდერი_HEIn4.
ტენდერის კატეგორია:
- 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები