ჩაბარების ვადა:

15 თებერვალი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T8627 - ტენდერი პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტის: „საქართველოსა და უკრაინის უსდ-ების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით“ (HEIn4, 609939-EPP-1-2019-1-BE-EPPKA2-CBHE-JP) აცხადებს ღია ტენდერს პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს. 

ყველა დაინტერესებული მხარე, რომელიც აპირებს მონაწილეობის მიღებას წინამდებარე ტენდერში, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • პროგრამული უზრუნველყოფით ვაჭრობის გამოცდილება ბოლო 2 წლის განმავლობაში;
  • ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ  ერთი მსგავსი მასშტაბის კონტრაქტი.

სხვა მოთხოვნები:

  • სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას  დანართ #1-ის შევსების გზით დღგ-ს გარეშე (პროექტი სარგებლობს საგადასახადო შეღავათით). ის  ხარჯი, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
  • შემოთავაზებული პროგრამული უზრუნველყოფა უნდა აკმაყოფილებდეს დანართ #1-ში  მითითებულ მახასიათებლებს (სპეციფიკაციები).

შესყიდვის სავარაუდო მაქსიმალური ღირებულება: 

  • 3000 ევროს ექვივალენტი ლარში

კონტრაქტის პირობები და ანაზღაურება:  

  • კონტრაქტის ფარგლებში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა  უზრუნველყოს აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის მოწოდება 2021 წლის თებერვლის თვეში.
  • კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის სრული ანაზღაურება მოხდება დამკვეთსა და კონტრაქტორს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში,  უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში.
  • ანაზღაურება მოხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. 

შერჩევის კრიტერიუმები: 

  • შემოთავაზებების განხილვის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ სატენდერო წინადადებას, რომელიც  დააკმაყოფილებს ყველა ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნას და წარმოადგენს კონკურენტულ ფასს.
  • არასრულად წარმოდგენილი სატენდერო წინადადება არ განიხილება. 

პროცედურა:

წინამდებარე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ყველა დაინტერესებული მხარე ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი სატენდერო დოკუმენტაცია:

  • განცხადების ფორმა (იხილეთ ნიმუში);
  • დანართი# 1 (ფასთა კვოტირების ფორმა; გაითვალისწინეთ, რომ ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარის ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს გარეშე).
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის გამოქვეყნების შემდეგ;
  • ცნობა, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.

სატენდერო წინადადება ყველა ზემოთ ხსენებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოიგზავნოს 2021 წლის 15 თებერვლამდე შემდეგ ელ. მისამართზე: info@btu.edu.ge  - სათაურით ტენდერი_HEIn4.

ტენდერის კატეგორია:

  • 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები