15 თებერვალი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT8696 - ტენდერი ქონების დაზღევის მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს ქონების დაზღევის მომსახურების შესყიდვაზე.
სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება ქონების დაზღვევაზე ერთი წლის ვადით.
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი;
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- სატენდერო წინადადებას ქართულ ენაზე, (მომსახურების ტარიფები და პირობები) როგორც ამობეჭდილი (ბლანკზე, პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით დამოწმებული) ასევე ელექტრონული ფორმით. (CD,USB)
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი,
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
- საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)
აუცილებელი პირობა:
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.
კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
- კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
- ტენდერის დასახელება – „ტენდერი ქონების დაზღვევის მომსახურების შესყიდვა “
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 თებერვალი (18:00 სთ-მდე).
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.
- ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.
- პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.
ქონების დაზღვევასთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ლაშა ჭანტურიძეს,
ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2060). მობ: 595110174
ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: Lasha.Chanturidze@terabank.ge
სხვა ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ირაკლი მიქაძეს,
ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2005). მობ: 595 60 01 04
ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: irakli.mikadze@terabank.ge
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
- 66700000 გადაზღვევის მომსახურებები