ჩაბარების ვადა:

15 თებერვალი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T8696 - ტენდერი ქონების დაზღევის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს ქონების დაზღევის მომსახურების შესყიდვაზე.

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება  ხელშეკრულება ქონების დაზღვევაზე ერთი წლის ვადით.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი;

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • სატენდერო წინადადებას ქართულ ენაზე, (მომსახურების ტარიფები და პირობები) როგორც ამობეჭდილი (ბლანკზე, პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით დამოწმებული) ასევე ელექტრონული ფორმით. (CD,USB)
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, 
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
  • საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)

აუცილებელი პირობა:

  • მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.

 კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „ტენდერი ქონების დაზღვევის მომსახურების შესყიდვა “
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 თებერვალი (18:00 სთ-მდე).
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.
  • ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.
  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.

ქონების დაზღვევასთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ლაშა ჭანტურიძეს,
ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2060). მობ: 595110174
ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: Lasha.Chanturidze@terabank.ge

სხვა ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ირაკლი მიქაძეს,
ტელეფონზე 255 00 00 /  (შიდა 2005).  მობ: 595 60 01 04
ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: irakli.mikadze@terabank.ge

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
  • 66700000 გადაზღვევის მომსახურებები