
ჩაბარების ვადა:
22 თებერვალი 2021, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT8770 - ფასთა გამოკითხვა არქივში კლიმატური რეჟიმის მოწყობაზე და ბეტონის იატაკის შეღებვაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აცხადებს ფასთა გამოკითხვას არქივში კლიმატური რეჟიმის მოწყობაზე და ბეტონის იატაკის შეღებვაზე.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, დაინტერესებულ პირებს იწვევს წარმოადგინონ კომერციული წინადადება შემდეგზე.
ზოგადი ინფორმაცია:
- ნოტარიუსთა პალატის არქივი მდებარეობს დიდი ლილოს დასახლებაში, ალიოშა ჯაფარიძის N1. არქივის საცავი განთავსებულია 540 კვმ-ზე. შენობა აგებულია სენდვიჩის ტიპის საკედლე პანელებსაგან და გადახურულია „სენდვიჩის" ტიპის ლითონის ქანობიანი სახურავით. შენობის სიმაღლე იატაკიდან სახურავამდე ვარირებს 5-დან -7 -მეტრამდე.
შესასრულებელი სამუშაოები:
არქივში არსებობს გარკვეული შემდეგი ტიპის ტექნიკური პრობლემები:
- არ არის დაცული ტემპერატურული რეჟიმი
- მიზანშეწონილია დამონტაჟდეს ე.წ. ჩილერი, რომელიც უზრუნველყობს საჭირო ტემპერატურას სეზონის მიხედვით, რითაც დაცული იქნება საცავში არსებული დოკუმენტაცია და მომუშავე პირების სამუშაო გარემო;
- შესაძლებელია დაინტერესებული პირისაგან მოწოდებულ იქნეს სხვა კომერციული წინადადება ალტერნატიული ვარიანტის შესახებ.
- საცავის არეალში დაგებულია ბეტონის იატაკი, რომელიც მუდმივად დაფარულია აღნიშნული მასალისათვის დამახასიათებელი მტვერით, რაც იწვევს ალერგიას და სასუნთქი გზების დისკომფორტს და დაავადებებს
- საჭიროა მოხდეს პლასტიფიცირებული ე.წ ეპოქსიდური საღებავით ბეტონის შეღებვა, რომელიც უზრუნველყობს საჭირო შედეგს;
- შესაძლებელია დაინტერესებული პირისაგან მოწოდებულ იქნეს სხვა კომერციული წინადადება ალტერნატიული ვარიანტის შესახებ.
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
- დაინტერესებულმა პირებმა კომერციული წინადადება (დასაშვებია რამოდენიმე ალტერნატიული ვარიანტი), როგორც პირველ ა) ასევე მეორე ბ) ვარიანტზე უნდა წარმოადგინონ დახურულ კონვერტში 2021 წლის 22 თებერვლამდე, 10.00 სთ-დან 17.00 საათამდე პერიოდში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა N60, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა.
კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 599 94 67 97
ტენდერის კატეგორია:
- 90700000 მომსახურებები ეკოლოგიის სფეროში
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები