ჩაბარების ვადა:

22 თებერვალი 2021, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T8770 - ფასთა გამოკითხვა არქივში კლიმატური რეჟიმის მოწყობაზე და ბეტონის იატაკის შეღებვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აცხადებს ფასთა გამოკითხვას არქივში კლიმატური რეჟიმის მოწყობაზე და ბეტონის იატაკის შეღებვაზე.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, დაინტერესებულ პირებს იწვევს წარმოადგინონ კომერციული წინადადება შემდეგზე.

ზოგადი ინფორმაცია:

  • ნოტარიუსთა პალატის არქივი მდებარეობს დიდი ლილოს დასახლებაში, ალიოშა ჯაფარიძის N1. არქივის საცავი განთავსებულია 540 კვმ-ზე. შენობა აგებულია სენდვიჩის ტიპის საკედლე პანელებსაგან და გადახურულია „სენდვიჩის" ტიპის ლითონის ქანობიანი სახურავით. შენობის სიმაღლე იატაკიდან სახურავამდე ვარირებს 5-დან -7 -მეტრამდე.

შესასრულებელი სამუშაოები:
არქივში არსებობს გარკვეული შემდეგი ტიპის ტექნიკური პრობლემები:

  • არ არის დაცული ტემპერატურული რეჟიმი 
  • მიზანშეწონილია დამონტაჟდეს ე.წ. ჩილერი, რომელიც უზრუნველყობს საჭირო  ტემპერატურას სეზონის მიხედვით, რითაც დაცული იქნება საცავში არსებული დოკუმენტაცია და მომუშავე პირების სამუშაო გარემო; 
  • შესაძლებელია დაინტერესებული პირისაგან მოწოდებულ იქნეს სხვა კომერციული წინადადება ალტერნატიული ვარიანტის შესახებ.
  • საცავის არეალში დაგებულია ბეტონის იატაკი, რომელიც მუდმივად დაფარულია აღნიშნული მასალისათვის დამახასიათებელი მტვერით, რაც იწვევს ალერგიას და სასუნთქი გზების დისკომფორტს და დაავადებებს
  • საჭიროა მოხდეს პლასტიფიცირებული ე.წ ეპოქსიდური საღებავით ბეტონის შეღებვა, რომელიც უზრუნველყობს საჭირო შედეგს;
  • შესაძლებელია დაინტერესებული პირისაგან მოწოდებულ იქნეს სხვა კომერციული წინადადება ალტერნატიული ვარიანტის შესახებ.

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

  • დაინტერესებულმა პირებმა კომერციული წინადადება (დასაშვებია რამოდენიმე ალტერნატიული ვარიანტი), როგორც პირველ ა) ასევე მეორე ბ) ვარიანტზე უნდა წარმოადგინონ დახურულ კონვერტში 2021 წლის 22 თებერვლამდე, 10.00 სთ-დან 17.00 საათამდე პერიოდში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა N60, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა.

კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 599 94 67 97

ტენდერის კატეგორია:

  • 90700000 მომსახურებები ეკოლოგიის სფეროში
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები