26 თებერვალი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT8812 - ტენდერი საწვავის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს საწვავის შესყიდვაზე.
სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება ერთი წლის ვადით.
1 წლის მანძილზე შესაძენი საწვავის საპროგნოზო რაოდენობები:
საწვავის ტიპი | ლიტრი |
პრემიუმი პლასტიკურით | 65000 |
პრემიუმი ტალონებით | 8000 |
ევრო დიზელი პლასტიკურით | 6000 |
ევრო დიზელი ტალონებით | 5000 |
აუცილებელი მოთხოვნა:
- ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, გადასახადების ჩათვლით. თითოეული ტიპის საწვავის შემთხვევაში ფასი უნდა შეიცავდეს, მომწოდებლის ქსელში არსებულ ლიტრის ღირებულებაზე ფასდაკლების შესახებ ინფორმაციას.
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს პლასტიკური ბარათები და ტალონებით მომსახურების სერვისი.
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- ფასდაკლების ღირებულება (თითოეული ტიპის საწვავზე);
- საწვავის ხარისხის დამადასტურებელ სერტიფიკატს;
- ავტო გასამართი სადგურების ჩამონათვალს და ლოკაციებს;
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალს;
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილს (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
- ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობას საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
- შეთანხმებას კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
- საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)
აუცილებელი პირობა:
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.
კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
- კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
- ტენდერის დასახელება – „ტენდერი საწვავით უზრუნველყოფაზე “
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
ტენდერის
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2021 წლის 26 თებერვალი (18:00 სთ-მდე)
- ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.
- პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.
ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ლაშა ჭანტურიძეს
ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2060). მობ: 595110174
ელ. ფოსტა: Lasha.Chanturidze@terabank.ge
სხვა ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ირაკლი მიქაძეს
ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2005). მობ: 595 60 01 04
ელ. ფოსტა: irakli.mikadze@terabank.ge
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 09100000 საწვავი