ჩაბარების ვადა:

26 თებერვალი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T8812 - ტენდერი საწვავის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს საწვავის შესყიდვაზე.

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება ერთი წლის ვადით.

1 წლის მანძილზე შესაძენი საწვავის საპროგნოზო რაოდენობები:

საწვავის ტიპი ლიტრი
პრემიუმი პლასტიკურით 65000
პრემიუმი ტალონებით 8000
ევრო დიზელი პლასტიკურით 6000
ევრო დიზელი ტალონებით 5000

აუცილებელი მოთხოვნა:

  • ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, გადასახადების ჩათვლით. თითოეული ტიპის საწვავის შემთხვევაში ფასი უნდა შეიცავდეს, მომწოდებლის ქსელში არსებულ ლიტრის ღირებულებაზე ფასდაკლების შესახებ ინფორმაციას.
  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს პლასტიკური ბარათები და ტალონებით მომსახურების სერვისი.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • ფასდაკლების ღირებულება (თითოეული ტიპის საწვავზე);
  • საწვავის ხარისხის დამადასტურებელ სერტიფიკატს;
  • ავტო გასამართი სადგურების ჩამონათვალს და ლოკაციებს;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალს;
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილს (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობას საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმებას კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
  • საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)

აუცილებელი პირობა:

  • მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.

 კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „ტენდერი საწვავით უზრუნველყოფაზე “
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

ტენდერის 

  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2021 წლის 26 თებერვალი (18:00 სთ-მდე)
  • ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია  სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.
  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.

ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ლაშა ჭანტურიძეს
ტელეფონზე 255 00 00 /  (შიდა 2060). მობ: 595110174
ელ. ფოსტა: Lasha.Chanturidze@terabank.ge

სხვა ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ირაკლი მიქაძეს
ტელეფონზე 255 00 00 /  (შიდა 2005).  მობ: 595 60 01 04
ელ. ფოსტა: irakli.mikadze@terabank.ge

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 09100000 საწვავი