ჩაბარების ვადა:
4 მარტი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT8819 - ტენდერი თბილისისა და რეგიონის ობიექტებზე დერატიზაცია, დეზინსექცის მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს თბილისისა და რეგიონის ობიექტებზე დერატიზაცია, დეზინსექცის მომსახურებაზე;
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- საფასური უნდა ითვალისწინებდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორივე მომსახურების ფასს 1 ობიექტზე;
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოყენებული სადეზინსექციო და სადერატიზაციო საშუალებების ჩამონათვალი, ასევე ხარისხის სერთიფიკატები, ბროშურები და სხვა საინფორმაციო მასალა;
- მიმწოდებლის მიერ გამოყენებული სადერატიზაციო და სადეზინსექციო საშუალებები და ქიმიური ხსნარები რეგისტრირებული უნდა იყოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს და არ უნდა წარმოადგენდნენ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის;
- იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებული ქიმიკატებით ვერ ხერხდება კონკრეტული პრობლემის მოგვარება, წარმოადგინეთ პრობლემის მოგვარების ალტერნატიული საშუალებები;
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ყოველთვიურად განსახორციელებელი გეგმიური ვიზიტების რაოდენობა, ასევე არაგეგმიური ვიზიტის პირობები;
- გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია;
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41;
- შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 4 მარტი, 18:00 საათი.
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
- 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები