ჩაბარების ვადა:

4 მარტი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T8819 - ტენდერი თბილისისა და რეგიონის ობიექტებზე დერატიზაცია, დეზინსექცის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს თბილისისა და რეგიონის ობიექტებზე დერატიზაცია, დეზინსექცის მომსახურებაზე; 

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • საფასური უნდა ითვალისწინებდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორივე მომსახურების ფასს 1 ობიექტზე;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოყენებული სადეზინსექციო და სადერატიზაციო საშუალებების ჩამონათვალი, ასევე ხარისხის სერთიფიკატები, ბროშურები და სხვა საინფორმაციო მასალა;
  • მიმწოდებლის მიერ გამოყენებული სადერატიზაციო და სადეზინსექციო საშუალებები და ქიმიური ხსნარები რეგისტრირებული უნდა იყოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს და არ უნდა წარმოადგენდნენ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის;
  • იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებული ქიმიკატებით ვერ ხერხდება კონკრეტული პრობლემის მოგვარება, წარმოადგინეთ პრობლემის მოგვარების ალტერნატიული საშუალებები;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ყოველთვიურად განსახორციელებელი გეგმიური ვიზიტების რაოდენობა, ასევე არაგეგმიური ვიზიტის პირობები;
  • გადახდის  პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია;

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41;
  • შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 4 მარტი, 18:00 საათი.
  • დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები