16 მარტი 2021, 23:00
სტატუსი:
დასრულებულიT8939 - Announcement of CSPs in Samtredia and Kutaisi
ტენდერის აღწერილობა:
მოთხოვნა სატენდერო წინადადებაზე #: PR_00140343
სატენდერო წინადადებების გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 2 მარტი
სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 16 მარტი
სატენდერო წინადადებების წარდგენის დახურვის დრო: 24:00
შემოთავაზების საგანი:
- ლოტი I-ქუთაისში, ხარებავას 52ა-ში მდებარე დევნილთა დასახლებაში მინი-სტადიონის მოწყობა;
- ლოტი II- ქ. სამტრედიაში რესპუბლიკის ქუჩა #86-ში მდებარე დევნილთა დასახლების ეზოში ბავშვთა სათამაშო მოედნის და ფიტნეს მოედნის მოწყობა.
დაინტერესებულ სამშენებლო კომპანიებს შეუძლიათ მოგვაწოდონ შემოთავაზება ლოტების მიხედვით და გამოხატონ ინტერესი მხოლოდ ერთი ან ორივე პროექტის/ლოტის განხორციელებაზე.
ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ:
- ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ) მოთხოვნილი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით ლოტების მიხედვით თანდართული დოკუმენტების შესაბამისად.
- დანართი A1, A2 - დეტალური ბიუჯეტები ლარში პროექტების მიხედვით, დღგ-ს ჩათვლით - ხელმოწერილი და ბეჭედდასმული;
- დანართი B1, B2 - სამუშაოების შესრულების გრაფიკი პროექტების მიხედვით უნდა ასახავდეს სამუშაოების შესრულების განრიგს - ხელმოწერილი და ბეჭედდასმული. კვირის რაოდენობების დამატება შესაძლებელია თქვენი შეხედულებისამებრ
- მომწოდებლის ქცევის კოდექსი ხელმოწერილი
- მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა შევსებული და ხელმოწერილი
ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) შემდეგ მისამართზე: rfq.geo.zug@drc.ngo ან ლტოლვილთა დანიის საბჭოს ოფისში შემდეგ მისამართზე: 8 მარტის #1, ზუგდიდი, საქართველო, არა უგვინეს 16.03.202; 24:00
სატენდერო წინადადების წარდგენის ფორმა:
- სატენდერო წინადადების ლტოლვილთა დანიის საბჭოს ოფისში წარდგენის შემთხვევაში, სატენდერო მასალა ყველა თანდართული აუცილებელი დოკუმენტით უნდა წარმოადგინოთ დალუქულ კონვერტში და კონვერტზე მიუთითოთ ტენდერში მონაწილე კომპანიის სახელწოდება და შემოთავაზების ნომერი PR_00140343
- ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) გაგზავნის შემთხვევაში, კომპანიამ უნდა მიუთითოს შემოთავაზების ნომერი PR_00140343 ელექტრონული ფოსტის საგნის ველში.
კითხვები შემთხვევაში, შეგიძლიათ წერილობით გაგზავნოთ თქვენი შეკითხვები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: ekaterine.gabisonia@drc.ngo არა უგვიანეს 09.03.2021
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები