ჩაბარების ვადა:
1 აპრილი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT8940 - ტენდერი 6 (ექვსი) ერთეული ლიფტის შესყიდვა/მონტაჟზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
შპს სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი აცხადებს ტენდერს 6 (ექვსი) ერთეული ლიფტის შესყიდვა /მონტაჟზე და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს. (ლიფტების სამონტაჟო მისამართია ქ.თბილისი, ქ.წამებულის გამზირი (1 ერთეული), ქ.თბილისი ლისი, 112-ის მიმდებარედ (5 ერთეული))
თანდართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ პროდუქციის შეთავაზებისთვის საჭირო ინფორმაცია:
- ლიფტების საინფორმაციო ფაილი
- ჭრილი
- 41-ე დადგენილება
- 41-ე დადგენილების შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:
- არსებულ სფეროში მოღვაწეობის გამოცდილება და შესრულებული პროექტები ბოლო 3 წლის განმავლობაში.
- პრეტენდენტი კომპანიის: იურიდიული, საბანკო რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია.
- საგარანტიო პირობების დეტალური აღწერა.
წინადადების წარდგენის წესი:
- არსებული პროექტის გათვალისწინებით გთხოვთ წარადგინოთ პროდუქტთა შესაძლო ვარიაციები.
- პროდუქციის დეტალური აღწერა: ზომები, მახასიათებლები, ფასი, ხარისხი, გარანტია...
- გამოყენებული მასალის,მოწოდებული საქონლის დეტალური აღწერილობა (მათ შორის წარმომავლობა და შესაბამისი ხარისხის სერთიფიკატები)
- სახანძრო ლიფტები უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობის 41-ე დადგენილების ყველა პუნქტს და მომწოდებელმა უნდა აიღოს პასუხსიმგებლობა ამ დადგენილებით ლიფტის ჩაბარების საკითხზე.
- მომწოდებელი პასუხისმგებელი უნდა იყოს ლიფტების გამართულობაზე და ექსპლუატაციაში მიღებაზე.
- აუცილებელია თითოეული ვარიაციის ფოტო-მასალის წარდგენა.
- პროდუქციის მიწოდების, მონტაჟისა და ანგარიშსწორების დროის გეგმა-გრაფიკი.
- ღირებულება მითითებული უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით.
- შეთავაზების წარდგენა შესაძლებელია პრეტენდენტისთვის მოსახერხებელ ფორმატში და ვალუტაში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 1 აპრილი, 18:00 სთ;
- სატენდერო წინადადებები მიიღება ქვევით მითითებულ ელ-ფოსტაზე: porchkhidze.nikolozi@gmail.com
ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ:
საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ ფორჩხიძე
ტელ: +995 557117111
ელ. ფოსტა: porchkhidze.nikolozi@gmail.com
ტენდერის კატეგორია:
- 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები
დოკუმენტაცია
ქ წამებულის #52 ჭრილები
ქ წამებულის #52 ჭრილები
ქ წამებულის #52 41 ექსპერტიზა
ქ წამებულის #52 41 ექსპერტიზა
ლიფტების სატენდერო ინფორმაცია
ლიფტების სატენდერო ინფორმაცია
ლისის D ბლოკის ჭრილები
ლისის D ბლოკის ჭრილები
ლისის A,B,C ბლოკების ჭრილები
ლისის A,B,C ბლოკების ჭრილები
ლისის D ბლოკის 41 ექსპერტიზა
ლისის D ბლოკის 41 ექსპერტიზა
ლისის A, B, C ბლოკების 41 ექსპერტიზა
ლისის A, B, C ბლოკების 41 ექსპერტიზა
41 დადგენილება
41 დადგენილება
ლისი (A,B,C,D კორპუსები), ქ წამებულის 52
ლისი (A,B,C,D კორპუსები), ქ წამებულის 52
ყველას ჩამოტვირთვა