ჩაბარების ვადა:

1 აპრილი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T8940 - ტენდერი 6 (ექვსი) ერთეული ლიფტის შესყიდვა/მონტაჟზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი აცხადებს ტენდერს 6 (ექვსი) ერთეული ლიფტის შესყიდვა /მონტაჟზე და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს.    (ლიფტების სამონტაჟო მისამართია ქ.თბილისი, ქ.წამებულის გამზირი (1 ერთეული), ქ.თბილისი ლისი, 112-ის მიმდებარედ (5 ერთეული))

თანდართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ პროდუქციის შეთავაზებისთვის საჭირო ინფორმაცია:

  • ლიფტების საინფორმაციო ფაილი
  • ჭრილი
  • 41-ე დადგენილება
  • 41-ე დადგენილების შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • არსებულ სფეროში მოღვაწეობის გამოცდილება და შესრულებული პროექტები ბოლო 3 წლის განმავლობაში.
  • პრეტენდენტი კომპანიის: იურიდიული, საბანკო რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია.
  • საგარანტიო პირობების დეტალური აღწერა.

წინადადების წარდგენის წესი:

  • არსებული პროექტის გათვალისწინებით გთხოვთ წარადგინოთ პროდუქტთა შესაძლო ვარიაციები.
  • პროდუქციის დეტალური აღწერა: ზომები, მახასიათებლები, ფასი, ხარისხი, გარანტია...
  • გამოყენებული მასალის,მოწოდებული საქონლის დეტალური აღწერილობა (მათ შორის წარმომავლობა და შესაბამისი ხარისხის სერთიფიკატები)
  • სახანძრო ლიფტები უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობის 41-ე დადგენილების ყველა პუნქტს და მომწოდებელმა უნდა აიღოს პასუხსიმგებლობა ამ დადგენილებით ლიფტის ჩაბარების საკითხზე.
  • მომწოდებელი პასუხისმგებელი უნდა იყოს ლიფტების გამართულობაზე და ექსპლუატაციაში მიღებაზე.
  • აუცილებელია თითოეული ვარიაციის ფოტო-მასალის წარდგენა.
  • პროდუქციის მიწოდების, მონტაჟისა და ანგარიშსწორების დროის გეგმა-გრაფიკი.
  • ღირებულება მითითებული უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით.
  • შეთავაზების წარდგენა შესაძლებელია პრეტენდენტისთვის მოსახერხებელ ფორმატში და ვალუტაში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 1 აპრილი, 18:00 სთ;
  • სატენდერო წინადადებები მიიღება ქვევით მითითებულ ელ-ფოსტაზე: porchkhidze.nikolozi@gmail.com

ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ:
საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ ფორჩხიძე
ტელ: +995 557117111
ელ. ფოსტა: porchkhidze.nikolozi@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები