26 მარტი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT8999 - ტენდერი კომპანიის კუთვნილ შენობაში ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მოწყობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,ბიზნეს ცენტრი საბურთალო’’ აცხადებს ტენდერს კომპანიის კუთვნილ შენობაში ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მოწყობაზე.
ზოგადი პირობები:
- შენობის მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზ. 2 / გამსახურდიას გამზ. 34;
- ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა უნდა დაყენდეს შენობის ოთხივე სართულზე და სარდაფში;
- სისტემის მოწყობა მოიცავს ქვემოთ მოცემული ტექნიკის შეძენა, მისი ინსტალაცია, მიერთება და გამართვა;
- სისტემა შედგება:
- გარე გამოყენების IP-კამერა - 40 ცალი;
- ვიდეო-სერვერი (სტაციონალური პერსონალური კომპიუტერი) – 2 ცალი;
- მონიტორი - 2 ცალი;
- ქსელური მოწყობილობები - ზუსტი რაოდენობა და სახეობა არ არის განსაზვღრული და დამოკიდებულია მომწოდებლის მიერ შერჩეულ გაყვანილობის სქემაზე; - ფაილი დანართი-N1-ს სახით მოცემულია შენობის ყველა სართულზე კამერების განლაგების სქემა;
- დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ მოცემულ მისამართზე სიტუაციის ადგილზე გასაცნობად, მანძილების გასაზომად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად რომ მოხდეს ყველა ტექნიკური დეტალის დაზუსტება.
ტექნიკური პარამეტრები:
IP-კამერა:
- რაოდენობა: 40 ცალი;
- ბრენდი: Geovision;
- ტიპი: გარე გამოყენების (Outdoor);
- Triple streams from H.265, H.264 or MJPEG;
- Up to 30 fps at 1920 × 1080 ან მეტი;
- Intelligent IR;
- Ingress protection (IP67);
- DC 12V / PoE (IEEE 802.3af);
- Wide Dynamic Range WDR;
- 3D noise reduction;
- ONVIF (Profile S) conformant;
- Iris: Fixed;
- Focal Length (mm): 4mm ან ნაკლები.
ვიდეო-სერვერი:
- რაოდენობა: 2 ცალი;
- პროცესორი: i5-9400 ან უფრო მაღალი კლასის;
- ოპერატიული მეხსიერება: 16GB ან მეტი;
- მთავარი პლატა: 1xHDMI პორტი ან მეტი;
- შიდა მეხსიერება: 1 x 256GB SSD + 2 x 4TB HDD;
- კლავიატურა და თაგვი.
მონიტორი (ტელევიზორი):
- რაოდენობა: 2 ცალი;
- ზომა: 43“ ან მეტი;
- რეზოლუცია: 1920 × 1080 ან მეტი;
- შესაერთებელი: 2xHDMI პორტი ან მეტი.
გაყვანილობაში გამოსაყენებელი ქსელის კაბელი:
- ტიპი: UTP;
- კლასი: CAT5;
- მასალა: 100% სპილენძი.
შენიშვნა:
- კამერებზე კვების მიწოდება უნდა მოხდეს Poe ტექნოლოგიის მეშვეობით;
- კაბელის, სვიჩების და სხვა ტიპის ქსელური მოწყობილბოების რაოდენობის განსაზღვრა ხდება მომწოდებლის მიერ და დამოკიდებულია მის მიერ შემოთავაზებულ გაყვანილობის სქემაზე.
სატენდერო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით დეტალურად ჩაშლილი ხარჯთაღრიცხვის სახით;
- დეტალურად გაწერილი გადახდის ვადები და პირობები, ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტიის წარმოდგენა მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
- სისტემის სრულად დანერგვისთვის დეტალურად გაწერილი ვადები და გეგმა-გრაფიკი;
- პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მიწოდება-მონტაჟი, ინსტალაცია და ექსპლუატაციაში გაშვება პროდუქციის მწარმოებლის ტექნიკური ყველა მოთხოვნის დაცვით;
- პრეტენდენტი ვალდებულია კომერციულ წინადადებაში შემოთავაზებულ საქონელზე მიუთითოს წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი კომპანია და მარკა/მოდელი;
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მისი კომპანიის მიერ მსგავსი სამუშაოების შესრულების შესაბამისი კვალიფიკაციის სერტიფიკატები ან/და ანალოგიური პროექტების შესრულების გამოცდილება;
- წარმოადგინოს დეტალურად გაწერილი საგარანტიო პირობები და ვადები;
- პრეტენდენტი ვალდებულია წარადგინოს ორგანიზაციის რეკვიზიტები: იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ დამკვეთი იტოვებს უფლებას კომპანიას მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 26 მარტის 18 საათი.
- სატენდერო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტის დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან ხელმოწერა;
- კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდეტის დასახელება, ტენდერის დასახელება და ნომერი - ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მოწყობა 12/03-BCS-S/VS-21;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა 18, GIG Plaza-ს შენობა;
სატენდერო დოკუმნტაციასთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი:
დიმიტრი აგეკიანი
მობ: (598) 88-94-90
ელ-ფოსტა: dagekyan@gig.ge
ტექნიკურ საკითხებთან და ობიექტების ნახვასთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი:
გიორგი მიქელაძე
მობ: (571) 44-49-49
ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით გამონაკლისის სახით დასაშვებია მოთხოვნილი დოკუმენტაციის გაგზავნა ელექტრონული სახით ზემოდ მოცემულ ელ-ფოსტის მისამართზე.
ტენდერის კატეგორია:
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები