ჩაბარების ვადა:

26 მარტი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T8999 - ტენდერი კომპანიის კუთვნილ შენობაში ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,ბიზნეს ცენტრი საბურთალო’’ აცხადებს ტენდერს კომპანიის კუთვნილ შენობაში ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მოწყობაზე.

ზოგადი პირობები:

  • შენობის მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზ. 2 / გამსახურდიას გამზ. 34;
  • ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა უნდა დაყენდეს შენობის ოთხივე სართულზე და სარდაფში;
  • სისტემის მოწყობა მოიცავს ქვემოთ მოცემული ტექნიკის შეძენა, მისი ინსტალაცია, მიერთება და გამართვა;
  • სისტემა შედგება:
    - გარე გამოყენების IP-კამერა - 40 ცალი;
    - ვიდეო-სერვერი (სტაციონალური პერსონალური კომპიუტერი) – 2 ცალი;
    - მონიტორი - 2 ცალი;
    - ქსელური მოწყობილობები - ზუსტი რაოდენობა და სახეობა არ არის განსაზვღრული და დამოკიდებულია მომწოდებლის მიერ შერჩეულ გაყვანილობის სქემაზე;
  • ფაილი დანართი-N1-ს სახით მოცემულია შენობის ყველა სართულზე კამერების განლაგების სქემა;  
  • დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ მოცემულ მისამართზე სიტუაციის ადგილზე გასაცნობად, მანძილების  გასაზომად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად რომ მოხდეს ყველა ტექნიკური დეტალის დაზუსტება.

ტექნიკური პარამეტრები:
IP-კამერა:

  • რაოდენობა: 40 ცალი;
  • ბრენდი: Geovision;
  • ტიპი: გარე გამოყენების (Outdoor);
  • Triple streams from H.265, H.264 or MJPEG;
  • Up to 30 fps at 1920 × 1080 ან მეტი;
  • Intelligent IR;
  • Ingress protection (IP67);
  • DC 12V / PoE (IEEE 802.3af);
  • Wide Dynamic Range WDR;
  • 3D noise reduction;
  • ONVIF (Profile S) conformant;
  • Iris: Fixed;
  • Focal Length (mm): 4mm ან ნაკლები.

ვიდეო-სერვერი:

  • რაოდენობა: 2 ცალი;
  • პროცესორი: i5-9400 ან უფრო მაღალი კლასის;
  • ოპერატიული მეხსიერება: 16GB ან მეტი;
  • მთავარი პლატა: 1xHDMI პორტი ან მეტი;
  • შიდა მეხსიერება: 1 x 256GB SSD + 2 x 4TB HDD;
  • კლავიატურა და თაგვი.

მონიტორი (ტელევიზორი):

  • რაოდენობა: 2 ცალი;
  • ზომა: 43“ ან მეტი;
  • რეზოლუცია: 1920 × 1080 ან მეტი;
  • შესაერთებელი: 2xHDMI პორტი ან მეტი.

გაყვანილობაში გამოსაყენებელი ქსელის კაბელი:

  • ტიპი: UTP;
  • კლასი: CAT5;
  • მასალა: 100% სპილენძი.

შენიშვნა:

  • კამერებზე კვების მიწოდება უნდა მოხდეს Poe ტექნოლოგიის მეშვეობით;
  • კაბელის, სვიჩების და სხვა ტიპის ქსელური მოწყობილბოების რაოდენობის განსაზღვრა ხდება მომწოდებლის მიერ და დამოკიდებულია მის მიერ შემოთავაზებულ გაყვანილობის სქემაზე. 

სატენდერო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით დეტალურად ჩაშლილი ხარჯთაღრიცხვის სახით;
  • დეტალურად გაწერილი გადახდის ვადები და პირობები, ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტიის წარმოდგენა მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • სისტემის სრულად დანერგვისთვის დეტალურად გაწერილი ვადები და გეგმა-გრაფიკი;
  • პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მიწოდება-მონტაჟი, ინსტალაცია და ექსპლუატაციაში გაშვება პროდუქციის მწარმოებლის ტექნიკური ყველა მოთხოვნის დაცვით;
  • პრეტენდენტი ვალდებულია კომერციულ წინადადებაში შემოთავაზებულ საქონელზე მიუთითოს წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი კომპანია და მარკა/მოდელი;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მისი კომპანიის მიერ მსგავსი სამუშაოების შესრულების შესაბამისი კვალიფიკაციის სერტიფიკატები ან/და ანალოგიური პროექტების შესრულების გამოცდილება;
  • წარმოადგინოს დეტალურად გაწერილი საგარანტიო პირობები და ვადები;
  • პრეტენდენტი ვალდებულია წარადგინოს ორგანიზაციის რეკვიზიტები: იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ დამკვეთი იტოვებს უფლებას კომპანიას მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 26 მარტის 18 საათი.
  • სატენდერო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტის დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან ხელმოწერა;
  • კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდეტის დასახელება, ტენდერის დასახელება და ნომერი - ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მოწყობა 12/03-BCS-S/VS-21;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა 18, GIG Plaza-ს შენობა;

სატენდერო დოკუმნტაციასთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი:
დიმიტრი აგეკიანი
მობ: (598) 88-94-90
ელ-ფოსტა: dagekyan@gig.ge

ტექნიკურ საკითხებთან და ობიექტების ნახვასთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი:
გიორგი მიქელაძე
მობ: (571) 44-49-49

ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით გამონაკლისის სახით დასაშვებია მოთხოვნილი დოკუმენტაციის გაგზავნა ელექტრონული სახით ზემოდ მოცემულ ელ-ფოსტის მისამართზე.

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები