14 აპრილი 2021, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT9235 - ტენდერი მოწყობილობების შეძენა/მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “მტკვარი ენერჯი” აცხადებს ტენდერს მოწყობილობების შეძენა - მონტაჟზე რომელიც უზრუნველყოფს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის უწყვეტ განსაზღვრას (ინსტრუმენტული მეთოდით)
მოწყობილობა და მისი კომპლექტაცია უნდა განისაზღვროს მომწოდებლის მიერ დანართი 1-ში მითითებული მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად საჭირო ყველა ელემენტით და შემდგომში მისი მართვისთვის საჭირო დანადგარებით.
მოწყობილობის კომპლექტის რაოდენოა - 4 ცალი (იგულისხმება თითო კომპლექტი თითო ორგანიზაციაზე)
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- დანართი # 1 - ძირითადი მოთხოვნები;
- დანართი # 2 - მონიტორინგის მეთოდები, გაზომვის დიაპაზონები და რეკომენდებული სტანდარტები;
- დანართი # 3 ობიექტების ძირითადი მონაცემები;
- დანართი #4 გაფასების ცხრილი (გთხოვთ ეს ცხრილი აუცილებლად შეავსოთ!)
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია მოწოდების და მონტაჟის ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 14 აპრილი, 17:00 საათი.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა დასახელება და ტენდერის დასახელება და ნომერი:
- მავნე ნივთიერების ატმოსფეროში გაფრქვევის მონიტორინგის მოწყობილობის შეძენა - მონტაჟი
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
შალვა გოგოლაძე
საკონტაქტო ნომერი: 591 12 97 74
ელ.ფოსტა: shgogoladze@gig.ge
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ენერგეტიკული კორპორაცია: როლანდი მუზაშვილი - 591 91 65 85
მტკვარი ენერჯი: მურთაზ სვანი - 599 18 53 72
ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა: ნოდარ კვარაცხელია - 599 575 252
ინდუსტრია კირი: თემურ მანჯაფარაშვილი - 595 118 203
კითხვების და დამატებითი ინფორმაციის ბოლო ვადა: 2021 წლის 12 აპრილი
ტენდერის კატეგორია:
- 90700000 მომსახურებები ეკოლოგიის სფეროში
- 38300000 საზომი ხელსაწყოები