ჩაბარების ვადა:

14 აპრილი 2021, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T9235 - ტენდერი მოწყობილობების შეძენა/მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “მტკვარი ენერჯი” აცხადებს ტენდერს მოწყობილობების შეძენა - მონტაჟზე რომელიც უზრუნველყოფს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის უწყვეტ განსაზღვრას (ინსტრუმენტული მეთოდით)

მოწყობილობა და მისი კომპლექტაცია უნდა განისაზღვროს მომწოდებლის მიერ დანართი 1-ში მითითებული მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად საჭირო ყველა ელემენტით და შემდგომში მისი მართვისთვის საჭირო დანადგარებით.

მოწყობილობის კომპლექტის რაოდენოა - 4 ცალი (იგულისხმება თითო კომპლექტი თითო ორგანიზაციაზე)

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • დანართი # 1 - ძირითადი მოთხოვნები;
  • დანართი # 2 - მონიტორინგის მეთოდები, გაზომვის დიაპაზონები და რეკომენდებული სტანდარტები;
  • დანართი # 3 ობიექტების ძირითადი მონაცემები;
  • დანართი #4 გაფასების ცხრილი (გთხოვთ ეს ცხრილი აუცილებლად შეავსოთ!)

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • ინფორმაცია მოწოდების და მონტაჟის ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. 

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას  პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 14 აპრილი, 17:00 საათი.
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა დასახელება და ტენდერის დასახელება და ნომერი:
  • მავნე ნივთიერების ატმოსფეროში გაფრქვევის მონიტორინგის მოწყობილობის შეძენა - მონტაჟი
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.  

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
შალვა გოგოლაძე
საკონტაქტო ნომერი: 591 12 97 74
ელ.ფოსტა: shgogoladze@gig.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 
ენერგეტიკული კორპორაცია: როლანდი მუზაშვილი - 591 91 65 85
მტკვარი ენერჯი: მურთაზ სვანი - 599 18 53 72
ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა: ნოდარ კვარაცხელია  - 599 575 252
ინდუსტრია კირი: თემურ მანჯაფარაშვილი - 595 118 203 

კითხვების და დამატებითი ინფორმაციის ბოლო ვადა: 2021 წლის 12 აპრილი

ტენდერის კატეგორია:

  • 90700000 მომსახურებები ეკოლოგიის სფეროში
  • 38300000 საზომი ხელსაწყოები