ჩაბარების ვადა:
7 მაისი 2021, 18:00
სტატუსი:
არ შედგა
E
ელ. ტენდერი
T9433 - ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2 ცალი ავტოპავილიონის, ჩასასხდომი მოედნებისა და ავტობუსის გაჩერების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ინფრაკონ“-ი (ს/კ 405259660) აცხადებს ტენდერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2 ცალი ავტოპავილიონის, ჩასასხდომი მოედნებისა და ავტობუსის გაჩერების მოწყობის სამუშაოების წარმოებაზე.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება - 38700 ლარი დღგ-ს ჩათვლით
დამატებითი ინფორმაცია:
- პრეტენდენტმა უნდა წარმოაგდინოს ინფორმაცია ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ,
- სამუშაოების მიწოდების ვადა: 30 კალენდარული დღე.
- ხარისხის დაცვა: შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადა შეადგენს 365 დღეს; მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები.
- გადახდის პირობა: ავანსი 20%, მიმწოდებლის მხრიდან შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა ძალაში უნდა იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებიდან დამატებით 30 კალენდარული დღით. დარჩენილი თანხის ანაზღაურება მოხდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 20 კალენდარულ დღეში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 7 მაისი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- შესყიდვის სავარაუდო ღირებულება - 38700 ლარი დღგ-ს ჩათვლით
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
კომუნიკაცია და ინფორმაციის მოთხოვნა:
- ნებისმიერი კომუნიკაცია და ინფორმაციის მოთხოვნა ტენდერთან დაკავშირებით გაგზავნილი უნდა იქნეს წერილობით, შემდეგ ელ.ფოსტაზე: infracongeorgia@gmail.com ყველა კითხვა გაგზავნილ უნდა იქნას ტენდერის დასრულების ვადის ამოწურვამდე 2 (ორი) სამუშაო დღით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია არ გასცეს პასუხი მონაწილე კომპანიებს.
- ნებისმიერ ინფორმაცია/პასუხი გაეგზავნება ყველა პრეტენდენტს წერილობით ელ.ფოსტით. ტენდერის დასრულების თარიღის შემდგომ ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხი არ გაიგზავნება.
- დამკვეთი რეკომენდაციას უწევს ტენდერში მონაწილეს ადგილმდებარეობის უკეთ შესასწავლად ადგილზე ჩავიდეს და შეამოწმოს სამუშაო ლოკაცია. ვიზიტის ხარჯებს უზრუნველყოფს ტენდერში მონაწილე.
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები