ჩაბარების ვადა:
5 მაისი 2021, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT9439 - ტენდერი DLP (Data Loss Prevention) გადაწყვეტის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ლიბერთი ბანკის“ აცხადებს ტენდერს DLP (Data Loss Prevention) გადაწყვეტის შესყიდვა ფასების ცხრილის (დანართი #1) და სპეციფიკაციების (დანართი #2 ; დანართი #3) შესაბამისად;
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი #1) მიხედვით;
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, სს „ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისი;
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესახებ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF), რომელიც გაცემული იქნება ბანკის სახელზე და მითითებული იქნება შემოთავაზებული პროდუქცია/რაოდენობა;
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #4) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
მოთხოვნები მომწოდებელი კომპანიის მიმართ:
- შემოთავაზებული გადაწყვეტის დანერგვა და ექსპლუატაციაში გაშვება უნდა განხორციელდეს მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული მომწოდებელი კომპანიის მიერ, დამკვეთის ინჟინრების ჩართულობით;
- მომწოდებელ კომპანიას უნდა ჰყავდეს არანაკლებ 1 მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული ქართულენოვანი ინჟინერი;
- მომწოდებელ კომპანიას უნდა გააჩნდეს უსაფრთხოების შესაბამისი სპეციალიზაცია, დამოწმებული მწარმოებლის მიერ;
- მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული ავტორიზაციის ფორმა;
- ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფასი როგორც 1 წლიან, ისე 3 წლიან ლიცენზიაზე;
- სატენდერო წინადადებაში მითითებული უნდა იყოს მომდევნო წლებში ლიცენზიების/საპორტის (opex) ხარჯი;
- სავალდებულოა დანართი #2-ში (სპეციფიკაციები) პასუხების და კომენტარების მითითება და სატენდერო წინადადებასთან ერთად გადმოგზავნა;
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 5 მაისი 17:00 საათი;
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge;
- ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 901 200
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
- 48600000 მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
- 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები
დოკუმენტაცია
სატენდერო განცხადება-DLP (Data Loss Prevention) გადაწყვეტის შესყიდვა
სატენდერო განცხადება-DLP (Data Loss Prevention) გადაწყვეტის შესყიდვა
დანართი #1 (ფასების ცხრილი)
დანართი #1 (ფასების ცხრილი)
დანართი #2 (სპეციფიკაციები)
დანართი #2 (სპეციფიკაციები)
დანართი #3 (სპეციფიკაციები)
დანართი #3 (სპეციფიკაციები)
დანართი #4 (ხელშეკრულების დრაფტი)
დანართი #4 (ხელშეკრულების დრაფტი)
ყველას ჩამოტვირთვა