ჩაბარების ვადა:

5 მაისი 2021, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T9439 - ტენდერი DLP (Data Loss Prevention) გადაწყვეტის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ლიბერთი ბანკის“ აცხადებს ტენდერს DLP (Data Loss Prevention) გადაწყვეტის შესყიდვა ფასების ცხრილის (დანართი #1) და სპეციფიკაციების (დანართი #2 ; დანართი #3) შესაბამისად;     

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული; 
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი #1)  მიხედვით;
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ; 
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს  შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, სს „ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისი;

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას; 
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესახებ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF), რომელიც გაცემული იქნება ბანკის სახელზე და მითითებული იქნება შემოთავაზებული პროდუქცია/რაოდენობა;
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #4) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;

მოთხოვნები მომწოდებელი კომპანიის მიმართ:

  • შემოთავაზებული გადაწყვეტის დანერგვა და ექსპლუატაციაში გაშვება უნდა განხორციელდეს მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული მომწოდებელი კომპანიის მიერ, დამკვეთის ინჟინრების ჩართულობით;
  • მომწოდებელ კომპანიას უნდა ჰყავდეს არანაკლებ 1 მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული ქართულენოვანი ინჟინერი;
  • მომწოდებელ კომპანიას უნდა გააჩნდეს უსაფრთხოების შესაბამისი სპეციალიზაცია, დამოწმებული მწარმოებლის მიერ;
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული ავტორიზაციის ფორმა;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს  ფასი როგორც 1 წლიან, ისე 3 წლიან ლიცენზიაზე;
  • სატენდერო წინადადებაში მითითებული უნდა იყოს მომდევნო წლებში ლიცენზიების/საპორტის (opex) ხარჯი;
  • სავალდებულოა დანართი #2-ში (სპეციფიკაციები)  პასუხების და კომენტარების მითითება და სატენდერო წინადადებასთან ერთად გადმოგზავნა;

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 5 მაისი 17:00 საათი;
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს  მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge; 
  • ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 901 200

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
  • 48600000 მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები