24 მაისი 2021, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT9453 - ПШФ-100 შახტური ღუმელის აგურის ამონაგის კაპიტალური რემონტის სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ინდუსტრია კირი“ აცხადებს ტენდერს ПШФ-100 შახტური ღუმელის აგურის ამონაგის კაპიტალური სარემონტო სამუშაოების წარმოებაზე დამკვეთის მასალით.
მისამართი: ქ. რუსთავი მშენებელთა 70.
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ: ტექნიკური დავალება
შპს „ინდუსტრია კირი“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
-
კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის გზით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
-
ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ:
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
-
ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
-
ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ
-
პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
-
ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
-
ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
-
სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა №18 თეიმურაზ ჩიჩუას სახელზე.
- კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება: #29/04/2021-I/K-CONSTRUCTION
- დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2021 წლის 24 მაისს 12:00 საათამდე.
- საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: თეიმურაზ ჩიჩუა. tchichua@gig.ge; 591 93 10 10.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: თეიმურაზ მანჯაფარაშვილი საკონტაქტო ნომერი: 595 11 82 03.
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები