ჩაბარების ვადა:

24 მაისი 2021, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T9453 - ПШФ-100 შახტური ღუმელის აგურის ამონაგის კაპიტალური რემონტის სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ინდუსტრია კირი“ აცხადებს ტენდერს ПШФ-100 შახტური ღუმელის აგურის ამონაგის კაპიტალური სარემონტო  სამუშაოების წარმოებაზე დამკვეთის მასალით.

მისამართი: ქ. რუსთავი  მშენებელთა 70.
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ: ტექნიკური დავალება

შპს „ინდუსტრია კირი“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის გზით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;

  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ:

    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;

  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების  ვადების შესახებ;

  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას  პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;

  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა №18 თეიმურაზ ჩიჩუას სახელზე.
  • კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება: #29/04/2021-I/K-CONSTRUCTION
  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2021 წლის  24 მაისს 12:00 საათამდე.
  • საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: თეიმურაზ ჩიჩუა. tchichua@gig.ge; 591 93 10 10.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: თეიმურაზ მანჯაფარაშვილი საკონტაქტო ნომერი: 595 11 82 03.

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები