ჩაბარების ვადა:
        
    25 დეკემბერი 2015, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT955 - ტენდერი პორტში სხვადასხვა სახის მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 25 დეკემბერი 2015 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჰაიდელბერგცემენტ კავკასუსი“ აცხადებს ტენდერს პორტში შემდეგი სახის მომსახურებაზე:
- გემის აგენტირება
 - ნავმისადგომზე გემის დროულად დაყენება
 - ნავმისადგობზე ღია საწყობში ტვირთის მიღებაზე უფლების მიღება, საჭიროების შემთხვევაში
 - ტვირთის გემიდან გადმოცლა
 - ვაგონების დროული მიწოდება ნავმისადგომზე
 - ტალმანირება
 - საბუთების გაფორმება
 
მომსახურების ფარგლებში 2016 წელს კომპანია გეგმას შემდეგი რაოდენობის ტვირთების მიღებას პორტში: 80 000 ტონა ენერგეტიკული ნახშირი, 10 000 ტონა პეტკოკი, 15 000 ტონა გრანულირებული წიდა.
- აღნიშნულ სამუშაოზე კონტრაქტი გამოფრმდება 2016 წლის 1 იანვრიდან და ძალაში იქნება 2016 წლის 31 დეკემბრამდე.
 - ანგარიშსწორება მოხდება მიღება/ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 45 დღის ვადაში.
 - მომსახურე კომპანია პასუხისმგებლობას იღებს პორტში არადროული დატვირთვის შედეგად გამოწვეულ მოცდენებზე.
 - დღიური დაცლის ზღვარი არ უნდა სცილდებოდეს პორტში დადგენილ ნორმებს.
 - კომპანიას უნდა შეეძლოს 5 000 - 20 000 ტონის მოცულობის გემების მომსახურება.
 
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი საბუთების ჩამონათვალი:
- ამონაწერი საჯაროო რეესტრიდან;
 - კომპანიის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი.
 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
თქვენი შემოთავაზება 1 ტ ტვირთის მომსახურებაზე დღგ-ს ჩათვლის აუცილებელ მხარდამჭერ საბუთებთან ერთად, მოიტანეთ დალუქული კონვერტით არაუგვიანეს: 25 დეკემბერი 18:00 საათი, 2015 წელი; მისამართზე: ქ. თბილისი, გ. ლორთქიფანიძის ქ.#4, (საბუთები არ გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტით!)
დალუქულ კონვერტზე გააკეთეთ წარწერა:
- (შპს ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი განაცხადი პორტში ტვირთების მომსახურებაზე)
 
დამატებითი ინფრომაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ
ტელ: +995 32 247 47 47 (163)
           +995 77 77 37 03
ელ-ფოსტა: giorgi.khinchagishvili@heidelbergcement.ge
გიორგი ხინჩაგიშვილი