ჩაბარების ვადა:

25 დეკემბერი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T955 - ტენდერი პორტში სხვადასხვა სახის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჰაიდელბერგცემენტ კავკასუსი“ აცხადებს ტენდერს პორტში შემდეგი სახის მომსახურებაზე:

  • გემის აგენტირება
  • ნავმისადგომზე გემის დროულად დაყენება
  • ნავმისადგობზე ღია საწყობში ტვირთის მიღებაზე უფლების მიღება, საჭიროების შემთხვევაში
  • ტვირთის გემიდან გადმოცლა
  • ვაგონების დროული მიწოდება ნავმისადგომზე
  • ტალმანირება
  • საბუთების გაფორმება

მომსახურების ფარგლებში 2016 წელს კომპანია გეგმას შემდეგი რაოდენობის ტვირთების მიღებას პორტში: 80 000 ტონა ენერგეტიკული ნახშირი, 10 000 ტონა პეტკოკი, 15 000 ტონა გრანულირებული წიდა.

  • აღნიშნულ სამუშაოზე კონტრაქტი გამოფრმდება 2016 წლის 1 იანვრიდან და ძალაში იქნება 2016 წლის 31 დეკემბრამდე.
  • ანგარიშსწორება მოხდება მიღება/ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 45 დღის ვადაში.
  • მომსახურე კომპანია პასუხისმგებლობას იღებს პორტში არადროული დატვირთვის შედეგად გამოწვეულ მოცდენებზე.
  • დღიური დაცლის ზღვარი არ უნდა სცილდებოდეს პორტში დადგენილ ნორმებს.
  • კომპანიას უნდა შეეძლოს 5 000 - 20 000 ტონის მოცულობის გემების მომსახურება.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი საბუთების ჩამონათვალი:

  • ამონაწერი საჯაროო რეესტრიდან;
  • კომპანიის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

თქვენი შემოთავაზება 1 ტ ტვირთის მომსახურებაზე დღგ-ს ჩათვლის აუცილებელ მხარდამჭერ საბუთებთან ერთად, მოიტანეთ დალუქული კონვერტით არაუგვიანეს: 25 დეკემბერი 18:00 საათი, 2015 წელი; მისამართზე: ქ. თბილისი, გ. ლორთქიფანიძის ქ.#4, (საბუთები არ გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტით!)

დალუქულ კონვერტზე გააკეთეთ წარწერა:

  • (შპს ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი განაცხადი პორტში ტვირთების მომსახურებაზე)

დამატებითი ინფრომაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ

ტელ: +995 32 247 47 47 (163)
           +995 77 77 37 03
ელ-ფოსტა: giorgi.khinchagishvili@heidelbergcement.ge
გიორგი ხინჩაგიშვილი