ჩაბარების ვადა:
        
    25 დეკემბერი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT966 - ფასთა გამოკითხვა ორმოების ასფალტით შევსებაზე
- გამომცხადებელი: ნეოგაზი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 25 დეკემბერი 2015 დრო 17:00
 
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ორმოების ასფალტით შევსების (დაკერება) მომსახურების შესყიდვის თაობაზე
ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის შესახებ:
- ორმოების ჯამური ფართობი: 130 მ2;
 - სამუშაოების განხორციელების ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, მე-13 კილომეტრი. შპს ნეოგაზი-ს კუთვნილი აეროპორტის ავტო გაზგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორია.
 
კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- შემოთავაზებული მომსახურების ღირებულება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით;
 - ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
 - ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
 
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები)
 
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 25 დეკემბრის 17:00 საათამდე.
 - შედეგები ცნობილი იქნება 2015 წლის 28 დეკემბერს.
 
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 595 46 48 08. საკონტაქტო პირი ოთარ გოცირიძე; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე. წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.