ჩაბარების ვადა:

25 დეკემბერი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T966 - ფასთა გამოკითხვა ორმოების ასფალტით შევსებაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ორმოების ასფალტით შევსების (დაკერება) მომსახურების შესყიდვის თაობაზე

ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის შესახებ:

  • ორმოების ჯამური ფართობი: 130 მ2;
  • სამუშაოების განხორციელების ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, მე-13 კილომეტრი. შპს ნეოგაზი-ს კუთვნილი აეროპორტის ავტო გაზგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორია.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • შემოთავაზებული მომსახურების ღირებულება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები)

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 25 დეკემბრის 17:00 საათამდე.
  • შედეგები ცნობილი იქნება 2015 წლის 28 დეკემბერს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 595 46 48 08. საკონტაქტო პირი ოთარ გოცირიძე; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე. წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ