10 ივნისი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT9770 - ფასთა გამოკითხვა სატრენინგო მომსახურების შესყიდვაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
ენერგო-პრო ჯგუფი (შემავალი კომპანიები: სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“, შპს „ჯიფაუერი“) აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მიხედვით, საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიების ჯუფია. ჯგუფი ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების არეალის მასშტაბით. ენერგო-პრო ჯგუფი ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო და მცირე ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.
საქართველოში ჯგუფის დისტრიბუციის არეალი მოიცავს საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქის გარეუბნებს. ენერგო-პრო ჯგუფი საქართველოში ემსახურება 1 200 000-ზე მეტ აბონენტს. სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დასაქმებულია 6000-ზე მეტი თანამშრომელი.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას სატრენინგო მომსახურების შესყიდვაზე.
გასაწევი მომსახურების ვადა: 01/07/2021 - 01/08/2021
შემოსული ფასთა გამოკითხვის წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- ტრენინგცენტრის/ტრენერის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია/ მონაცემები შესაბამის თემაზე ტრენინგის ჩატარების შესახებ (CV, სერტიფიკატები და ა.შ.)
- ტრენინგის პროგრამის/პროგრამების დეტალური აღწერა;
- ტრენინგის განხორციელების დეტალები: ა) სასწავლო პროგრამების მასალები (ელექტრონული/ნაბეჭდი) ბ) სერტიფიცირება;
- მომსახურების ფასები.
ფასთა გამოკითხვის პირობები:
- განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 10 ივნისი გამარჯვებული იურიდიული/ფიზიკური პირის გამოვლენა მოხდება კონკურსის საფუძველზე, რომელიც ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:
- ტენდერის განაცხადების განხილვა;
- მე-2 ეტაპზე გადასული მონაწილეების გასაუბრება;
- ხელშეკრულების გაფორმება.
ტრენინგის თემატიკა |
მონაწილეების რაოდენობა |
ჯგუფების რაოდენობა Online ტრენინგისთვის |
ჯგუფების რაოდენობა Offline ტრენინგისთვის |
ჯგუფების ჯამური რაოდენობა |
საათების საშუალო რაოდენობა (ჯგუფისთვის) |
ეფექტური მომსახურება/მომსახურების სტანდარტები |
150 | 2 | 8 | 11 | 14 სთ |
ჩასატარებელი ტრენინგების ლოკაციები: თელავი, თბილისი, ხაშური, ქუთაისი, ბათუმი.
ჯგუფების რაოდენობა ქალაქების მიხედვით:
თელავი | თბილისი | ხაშური | ქუთაისი | ბათუმი |
1 | 2 | 2 | 2 | 2 |
ტენდერის შინაარსის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვმართოთ:
ს.ს. "ენერგო–პრო ჯორჯია", საქართველო
სათაო ოფისი, ზურაბ ანჯაფარიძის N 19
ტელ.: (+99577) 35 40 20
ელ.ფოსტა: Tender@energo-pro.ge
ტენდერის კატეგორია:
- 80500000 სატრენინგო მომსახურებები