10 ივნისი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT9770 - ფასთა გამოკითხვა სატრენინგო მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ენერგო-პრო ჯორჯია
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 10 ივნისი 2021 დრო 18:00
 
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
ენერგო-პრო ჯგუფი (შემავალი კომპანიები: სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“, შპს „ჯიფაუერი“) აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მიხედვით, საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიების ჯუფია. ჯგუფი ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების არეალის მასშტაბით. ენერგო-პრო ჯგუფი ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო და მცირე ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.
საქართველოში ჯგუფის დისტრიბუციის არეალი მოიცავს საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქის გარეუბნებს. ენერგო-პრო ჯგუფი საქართველოში ემსახურება 1 200 000-ზე მეტ აბონენტს. სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დასაქმებულია 6000-ზე მეტი თანამშრომელი.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას სატრენინგო მომსახურების შესყიდვაზე.
გასაწევი მომსახურების ვადა: 01/07/2021 - 01/08/2021
შემოსული ფასთა გამოკითხვის წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- ტრენინგცენტრის/ტრენერის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია/ მონაცემები შესაბამის თემაზე ტრენინგის ჩატარების შესახებ (CV, სერტიფიკატები და ა.შ.)
 - ტრენინგის პროგრამის/პროგრამების დეტალური აღწერა;
 - ტრენინგის განხორციელების დეტალები: ა) სასწავლო პროგრამების მასალები (ელექტრონული/ნაბეჭდი) ბ) სერტიფიცირება;
 - მომსახურების ფასები.
 
ფასთა გამოკითხვის პირობები:
- განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 10 ივნისი გამარჯვებული იურიდიული/ფიზიკური პირის გამოვლენა მოხდება კონკურსის საფუძველზე, რომელიც ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:
 - ტენდერის განაცხადების განხილვა;
 - მე-2 ეტაპზე გადასული მონაწილეების გასაუბრება;
 - ხელშეკრულების გაფორმება.
 
| 
 ტრენინგის თემატიკა  | 
 მონაწილეების რაოდენობა  | 
 ჯგუფების რაოდენობა Online ტრენინგისთვის  | 
 ჯგუფების რაოდენობა Offline ტრენინგისთვის  | 
 ჯგუფების ჯამური რაოდენობა  | 
 საათების საშუალო რაოდენობა (ჯგუფისთვის)  | 
| 
 ეფექტური მომსახურება/მომსახურების სტანდარტები  | 
150 | 2 | 8 | 11 | 14 სთ | 
ჩასატარებელი ტრენინგების ლოკაციები: თელავი, თბილისი, ხაშური, ქუთაისი, ბათუმი.
ჯგუფების რაოდენობა ქალაქების მიხედვით:
| თელავი | თბილისი | ხაშური | ქუთაისი | ბათუმი | 
| 1 | 2 | 2 | 2 | 2 | 
ტენდერის შინაარსის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვმართოთ:
ს.ს. "ენერგო–პრო ჯორჯია", საქართველო
სათაო ოფისი, ზურაბ ანჯაფარიძის N 19
ტელ.: (+99577) 35 40 20 
ელ.ფოსტა: Tender@energo-pro.ge
ტენდერის კატეგორია:
- 80500000 სატრენინგო მომსახურებები