ჩაბარების ვადა:
11 ივნისი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT9783 - ტენდერი სარეკლამო მასალების ბეჭდვა/მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს სარეკლამო მასალების ბეჭდვა/მონტაჟზე.
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- აუცილებელია ფასების მოწოდება შემდები პრინციპით:
- დამატებით ექსელის ცხრილში მოცემულია პროდუქციის ჩამონათვალი აღწერილობით, სადაც უნდა მოხდეს ფასების მითითება (იხ. თანდართული ფაილი N1);
- მითითებული ფასები უნდა მოიცავდეს მონტაჟის ღირებულებას ყველა პროდუქტზე საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა ობიექტისთვის, ტრანსპორტირების ხარჯს თბილისსა და მის შემოგარენში. (პროექტი განხორციელებულია ქ.თბილისში, ფანჯიკიძის #8-ში მდებარე ფილიალში, სადაც შეგიძლიათ იხილოთ რეალური სურათი);
- ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო ფაილები: https://we.tl/t-KEooxAgIm2
- ფაილი N1-ში მოცემული ყველა პროდუქცია წარმოადგენს ერთი მაღაზიის პროექტს;
- პროექტის განხორციელება უნდა მოხდეს წლის განმავლობაში დაახლოებით 70 ახალ ობიექტში;
- წარდმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს);
- გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში;
ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:
- პირველი ეტაპი - ფასების მოწოდება;
- მეორე ეტაპი - ნიმუშების მოწოდება;
დამატებითი ინფორმაცია:
- შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება არა ერთჯერადი ხელშეკრულება;
- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროდუქტის ღირებულება უნდა იყოს ფიქსირებული;
- გადახდის პირობა: 30 დღიანი კონსიგნაცია;
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2021 წლის 3 ივნისიდან 2021 წლის 11 ივნისის ჩათვლით;
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge, ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების მენეჯერი
ელ. ფოსტა: nino.bushelashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები