ჩაბარების ვადა:

11 ივნისი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T9783 - ტენდერი სარეკლამო მასალების ბეჭდვა/მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს სარეკლამო მასალების ბეჭდვა/მონტაჟზე.

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • აუცილებელია ფასების მოწოდება შემდები პრინციპით: 
  • დამატებით  ექსელის ცხრილში მოცემულია პროდუქციის ჩამონათვალი აღწერილობით, სადაც უნდა მოხდეს ფასების მითითება (იხ. თანდართული ფაილი N1);
  • მითითებული ფასები უნდა მოიცავდეს მონტაჟის ღირებულებას ყველა პროდუქტზე საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა ობიექტისთვის, ტრანსპორტირების ხარჯს თბილისსა და მის შემოგარენში. (პროექტი განხორციელებულია ქ.თბილისში, ფანჯიკიძის #8-ში მდებარე ფილიალში, სადაც შეგიძლიათ იხილოთ რეალური სურათი);
  • ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო ფაილები: https://we.tl/t-KEooxAgIm2
  • ფაილი N1-ში მოცემული ყველა პროდუქცია წარმოადგენს ერთი მაღაზიის პროექტს;
  • პროექტის განხორციელება უნდა მოხდეს წლის განმავლობაში დაახლოებით 70 ახალ ობიექტში;
  • წარდმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს);
  • გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში;

ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:

  • პირველი ეტაპი - ფასების მოწოდება;
  • მეორე ეტაპი - ნიმუშების მოწოდება;

დამატებითი ინფორმაცია:

  • შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება არა ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროდუქტის ღირებულება უნდა იყოს ფიქსირებული;
  • გადახდის პირობა: 30 დღიანი კონსიგნაცია;
  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2021 წლის 3 ივნისიდან 2021 წლის 11 ივნისის ჩათვლით;

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge, ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების მენეჯერი
ელ. ფოსტა: nino.bushelashvili@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები