23 ივლისი 2021, 18:00
სტატუსი:
გაფორმებული
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T9847 - ტენდერი შპს „ვარციხე 2005“-ის კუთვნილი ჰესი #3-ის #5 ჰიდროაგრეგატის კაპიტალური შეკეთებისათვის საქარხნო სამუშაოების წარმოებაზე
            
        
        - გამომცხადებელი: შპს "ვარციხე 2005"
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 14 ივნისი 2021 დრო 10:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 23 ივლისი 2021 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ვარციხე 2005“-ის კუთვნილ ჰესი #3-ის #5 ჰიდროაგრეგატზე 2021 წელს დაგეგმილი კაპიტალური შეკეთების სამუშაოების წარმოებისას ჰიდოაგრეგატის დაშლის და კვანძების დემონტაჟის პროცესში ხდება კვანძების და დეტალების რევიზია-დეფექტაცია.
იმ დეფექტების აღმოხვრა (კვანძების შეკეთება-აღდგენა), რომელიც საჭირო დანადგარების თუ ტექნიკური შესაძლებლობის არ არსებობის გამო შეუძლებელია ადგილზე (ჰესის სარემონტო მოედანზე) უნდა მოხდეს საქარხნო პირობებში - შესაბამისი ხელსაწყო-დანადგაგარების გამოყენებით.
დავალება:
- კვანძების (დეტალების) აღდგენითი სამუშაოები ჩატარებული უნდა იქნას შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესის დაცვით.
 - კვანძების (დეტალების) შეკეთება/აღდგენა უნდა მოხდეს აღნიშნული დეტალის საპროექტო ნახაზის მიხედვით (შესაბამისად ნახაზის განმარტებითი ბარათისა), მითითებული მოთხოვნების ზუსტი დაცვით.
 - საპროექტო ნახაზის არ არსებობისას სამუშაოს შესრულება უნდა მოხდეს მიწოდებული ესკიზების (ნახაზების) მიხედვით, საკონსტრუქციო მასალის ტექნოლოგიური პროცესის წესების დაცვით.
 - საპროექტო ნახაზები (დოკუმენტაცია), რომელიც გადაეცემა სამუშაოს მწარმოებელს, წარმოადგენს დამკვეთის საკუთრებას და მისი გამოყენება ან მესამე პირისადმი გადაცემა დამკვეთის ნებართვის გარეშე დაუშვებელია და ექვემდებარება დაბრუნებას სამუშაოების დასრულების შემდეგ.
 - სამუშაოთა ჩამონათვალი თან ერთვის ტექნიკურ დავალებას დანართის სახით.
 
მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:
- მსგავსი სამუშაოების წარმოების მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება;
 - წარმოდგენა იმ პროექტების, რომელიც ჩატარებულია საქართველოში;
 - გადახდის პირობები: ავანსი 50%
 - ტენდერის ვადები: 10 კალენდარული დღე
 - ხელშკერულების ვადები: 60 სამუშაო დღე
 
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 23 ივლისი, 18:00 სთ;
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი;
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
 
ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოგზავნილი იქნას საწარემოს ელექტრონულ მისამართზე: chancellery@vhpp.ge
საკონტაქტო პირები:
ალექსანდრე ყაველაშვილი 577 555 420;
გიორგი ზალიკიანი  577 555 467
ტენდერის კატეგორია:
- 50500000 ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება