ჩაბარების ვადა:

23 ივლისი 2021, 18:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T9847 - ტენდერი შპს „ვარციხე 2005“-ის კუთვნილი ჰესი #3-ის #5 ჰიდროაგრეგატის კაპიტალური შეკეთებისათვის საქარხნო სამუშაოების წარმოებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 23 ივლისი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ვარციხე 2005“-ის კუთვნილ ჰესი #3-ის #5 ჰიდროაგრეგატზე 2021 წელს დაგეგმილი კაპიტალური შეკეთების სამუშაოების წარმოებისას ჰიდოაგრეგატის დაშლის და კვანძების დემონტაჟის პროცესში ხდება კვანძების და დეტალების რევიზია-დეფექტაცია.

იმ დეფექტების აღმოხვრა (კვანძების შეკეთება-აღდგენა), რომელიც საჭირო დანადგარების თუ ტექნიკური შესაძლებლობის არ არსებობის გამო შეუძლებელია ადგილზე (ჰესის სარემონტო მოედანზე) უნდა მოხდეს საქარხნო პირობებში - შესაბამისი ხელსაწყო-დანადგაგარების გამოყენებით. 

დავალება:

  • კვანძების (დეტალების) აღდგენითი სამუშაოები ჩატარებული უნდა იქნას შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესის დაცვით.
  • კვანძების (დეტალების) შეკეთება/აღდგენა უნდა მოხდეს აღნიშნული დეტალის საპროექტო ნახაზის მიხედვით (შესაბამისად ნახაზის განმარტებითი ბარათისა), მითითებული მოთხოვნების ზუსტი დაცვით.
  • საპროექტო ნახაზის არ არსებობისას სამუშაოს შესრულება უნდა მოხდეს მიწოდებული ესკიზების (ნახაზების) მიხედვით, საკონსტრუქციო მასალის ტექნოლოგიური პროცესის წესების დაცვით.
  • საპროექტო ნახაზები (დოკუმენტაცია), რომელიც გადაეცემა სამუშაოს მწარმოებელს, წარმოადგენს დამკვეთის საკუთრებას და მისი გამოყენება ან მესამე პირისადმი გადაცემა დამკვეთის ნებართვის გარეშე დაუშვებელია და ექვემდებარება დაბრუნებას სამუშაოების დასრულების შემდეგ.
  • სამუშაოთა ჩამონათვალი თან ერთვის ტექნიკურ დავალებას დანართის სახით.

 მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:

  • მსგავსი სამუშაოების წარმოების მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება;
  • წარმოდგენა იმ პროექტების, რომელიც ჩატარებულია საქართველოში;
  • გადახდის პირობები: ავანსი 50% 
  • ტენდერის ვადები: 10 კალენდარული დღე
  • ხელშკერულების ვადები: 60 სამუშაო დღე

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 23 ივლისი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოგზავნილი იქნას საწარემოს ელექტრონულ მისამართზე: chancellery@vhpp.ge

საკონტაქტო პირები:
ალექსანდრე ყაველაშვილი 577 555 420;
გიორგი ზალიკიანი  577 555 467

ტენდერის კატეგორია:

  • 50500000 ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    14 ივნისი 2021 დრო 10:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა