ჩაბარების ვადა:

5 ივლისი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T10003 - ტენდერი ავტომობილების დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს ავტომობილების დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე.

ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების წარმომდგენი ერთი კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება. 

თანდართულ ფაილად იხილეთ:

  • შეთანხმება კონფიდენციალობაზე;

ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • პირველ ეტაპზე, სადაზღვევო კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების საფუძველზე შეირჩევა რამდენიმე საუკეთესო შემოთავაზების წარმომდგენი კომპანია.
  • მეორე ეტაპზე შერჩეულ კომპანიებთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები და მოხდება გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა;

სატენდერო შემოთავაზება უნდა მოიცავდეს:

  • სატენდერო წინადადებას (შემოთავაზებული სადაზღვევო ტარიფით,   ქართულ ენაზე, ამობეჭდილი (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და კომპანიის ბეჭდით დამოწმებული)
  • სარეკომენდაციო წერილები (მინ. 3, ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული)
  • მიმდინარე კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (ა/მანქანის დაზღვევის კუთხით) 
  • ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობას საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ;
  • საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო  (6 თვის)
  • ხელმოწერილი შეთანხმება კონფიდენციალობაზე;

კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: 

  • ტენდერის დასახელება
  • კომპანიის დასახელება
  • საკონტაქტო ინფორმაცია(საკონტაქტო პირი, ტელ./მობ. ნომერი და ელ-ფოსტა).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, არაუგვიანეს 2021 წლის 5 ივლისის 18:00 საათისა შემდეგ მისამართზე: სს „ტერაბანკი“-ს სათავო ოფისი, ქ. თბილისი 0103, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. #3.
  • ტენდერში მონაწილეობის მიღების დაინტერესების შემთხვევაში, ავტომობილებზე ინფორმაციის, მისაღებად დაუკავშირდით ლაშა ჭანტურიძრეს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე Lasha.Chanturidze@terabank.ge ან ტელეფონზე + 995 32 255 00 00 / შიდა (2060). მობ 595 11 01 74

სხვა ტენდერის პროცედურებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ირაკლი მიქაძეს
ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: irakli.mikadze@terabank.ge
ან ტელეფონზე + 995 32 255 00 00 / შიდა (2005). მობ 595 600104

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
  • 66700000 გადაზღვევის მომსახურებები