ჩაბარების ვადა:

10 ივლისი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T10020 - ტენდერი პროგრამული მოდულის (HR Software and Intranet) უზრუნველყოფაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 10 ივლისი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სს „რუსთვის აზოტი“-ს პროგრამული მოდულის (HR Software and Intranet) უზრუნველყოფაზე პრეკვალიფიკაციაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ წარმოადგინოთ (ატვირთოთ) თქვენი შემოთავაზება ქვემოთჩამოთვლილი სატენდერო მოთხოვნების შესაბამისად (სრულად შევსებული, ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული, დასკანირებული ან PDF).

პრეკვალიფიკაციის მოდული საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ კვალიფიციური მიმწოდებლების შერჩევა, პროდუქტისა და ფასის შემოთავაზებით, შესყიდვის პროცესის შემდგომი ეტაპის წარსამართად.
მეორე ტურის ჩატარებამდე კვალიფიციურ მომწოდებლებთან შესაძლოა გაიმართოს დამატებითი კომუნიკაცია დეტალების დაზუსტება-შესწორებების მიზნით (ასეთის საჭიროების შემთხვევაში).

HRMS:

  • ორგანიზაციული სტრუქტურა (თარიღების მიხედვით ნახვის შესაძლებლობა);
  • ორგანიზაციის საშტატო (თარიღების მიხედვით ნახვის შესაძლებლობა);
  • შრომითი ურთიერთობის შეჩერების ფორმების და დასწრების მართვა;
  • დაკავებები;
  • კომპენსაციები;
  • სამუშაო დროის აღრიცხვის მართვა;

Payroll:

  • ხელფასი და ხელფასთან გათანაბრებული ყველა ოპერაციის შესაძლობა;
  • ბენეფიტების მართვის შესაძლებლობა;
  • დასწრების მართვის ავტომატური მონაწილეობა Payroll-ში.

PortalEss:

  • სიახლის გამოტანის შესაძლებლობა დეშბორდზე;
  • დაბადების დღეების ასახვა;
  • თანამშრომლის პროფილის შექმნა;
  • კომპანიაში არსებული ბრძანებების განთავსება;
  • უქმე დღეების ნახვის შესაძლებლობა

დოკუმენტბრუნვა:

  • დანიშვნა/გათავისუფლება;
  • ხელშეკრულებების გენერირება;
  • ხელშეკრულების ცვლილების ოპერაციები;
  • სხვადასხვა შიდა ორგანიზაციული ბრძანებები;
  • ადამიანური რესურსების სხვადასხვა ფორმების კონფიგურირება;
  • სისტემის ქართულენოვანი ინტერფეისი;
  • მომხმარებლის ვებ ინტერფეისი;
  • სხვადასხვა ტიპის ცნობარების შექმნის და მართვის შესაძლებლობა;
  • ფილტრაცია - დოკუმენტის სხვადასხვა პარამეტრების, სტატუსების, ველების მიხედვით;
  • ძებნა - სრულტექსტიანი ძებნის შესაძლებლობა ;
  • დოკუმენტების ვერსიების მართვის შესაძლებლობა;
  • ლოგირება - დოკუმენტზე განხორციელებული ცვლილების შენახვის/ნახვის შესაძლებლობა;
  • პროცესის დადასტურების მიმდევრობითი/იერარქიული და პარალელური ტიპების არსებობა;
  • დინამიური და არადინამიური პროცესების აწყობის საშუალება;
  • პროცესის კონკრეტულ ბიჯზე/ფორმაში განსხვავებული ელემენტების (ველების) კონფიგურერირების შესაძლებლობა;
  • არადინამიურ პროცესში კონკრეტულ ეტაპზე მომდევნო ეტაპის პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის/დამატების/წაშლის შესაძლებლობა, მათ შორის უკან სტეპზე დაბრუნების ფუნქციონალი;
  • სხვადასხვა ფორმატის/გაფართოების დოკუმენტების ატვირთვის შესაძლებლობა;
  • სკანერთან ინტეგრაცია;
  • შესრულების კონტროლი - სხვადასხვა ტიპის რეპორტების სახით (დასრულებული, მიმდინარე, გაუქმებული პროცესები, კონკრეტულ პასუხიმგებელი პირზე მიბმული დოკუმენტები, დოკუმენტების შესრულების დროები, სტატისტიკა... );
  • სმს, იმეილ და სისტემის შიდა შეტყობინებები და მისი მართვა - პროცესის

შექმნის/ცვლილების/გაუქმების/დადასტურების შესახებ, ასევე შესრულებაზე განსაზღვრული ვადების დადგომის/ამოწურვის შესახებ;

  • დოკუმენტის შექმნა უკვე არსებული დოკუმენტის გამოყენებით ე.წ. create similar;
  • დოკუმენტის შექმნის სხვადასხვა გზა: წინასწარ არსებული შაბლონური ფორმით, მზა დოკუმენტის ატვირთვით და უშუალოდ სისტემაში დოკუმენტის შექმნით;
  • ტრენინგებისა და სხვადასხვა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სისტემის მოდული;
  • ადამიანური რესურსების შერჩევის მოდული და ბაზების ფილტრაციის შესაძლებლობა;
  • სხვადასხვა დოკუმენტის დაკავშირება ერთმანეთთან;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2021 წლის 10 ივლისი, 18:00 საათი.
  • გთხოვთ, თქვენი წინადადება ელექტრონულად წარმოადგინოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: lberidze@rustaviazot.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 593101060
ელ-ფოსტა: lberidze@rustaviazot.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები