ჩაბარების ვადა:

9 ივლისი 2021, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T10028 - ტენდერი კომპანიის საკუთრებაში არსებული ობიექტების ინვენტარიზაციის მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 9 ივლისი.

ტენდერის აღწერილობა:

დეველოპერული კომპანია, სს ,,საქართველოს უძრავი ქონება’’ (პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ https://m2.ge/აცხადებს ტენდერს კომპანიის საკუთვრებაში არსებული ობიექტების ინვენტარიზაციის მომსახურების შესყიდვაზე.

პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი. პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

სატენდერო პირობები:

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ჩასატარებელი სამუშაეობისთვის საჭირო ვადით.
  • სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს ფიქსირებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე;
  • მიწოდების ვადა: მომსახურების კომპლექსურებიდან გამომდინარე ვადები შეთანხმდება კონკრეტულ ობიექტის მიხედვით.  
  • ობიექტების ჩამონათვალი მოცემულია თანდართულ ექსელის ფაილში.
  • ანგარიშსწორება: უნაღდო, შესრულებული სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების საფუძველზე 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ბოლო სამი წლის ფინანსური ბრუნვის დამადასტურებელი საბუთი/საბანკო ამონაწერი;
  • სარეკომენდაციო წერილები ( 2-3 კომპანიისგან ) 
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სრულყოფილად განფასებული ფასების ცხრილი (დანართი N1), თითოეულ პოზიციაზე მითითებული ღირებულებით;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • წინადადებაში მითითებული ფასი მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, ყველა გადასახადის გათვალისწინებით.

ფასების ცხრილში არსებული მომსახურების ჩამონათვალის გარდა, სხვა დასახელების მომსახურების შემოთავაზების შემთხვევაში, გთხოვთ შემოთავაზებაში მიუთითოთ  დამატებითი ალტერნატიული მომსახურების სახით.  

ხელშეკრულება დაიდება პრეტენდენტთან, რომელსაც  საუკეთესო ფასის და შემოთავაზებული მომსახურების პირობებით ექნება წარმოდგენილი სატენდერო წინადადება.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 9 ივლისი, 15:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ:
გიორგი გოგიბერიძეს 
მობ: 577400091

ტენდერის კატეგორია:

  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
  • 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    30 ივნისი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა