ჩაბარების ვადა:

5 ივლისი 2021, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T10044 - ტენდერი ბეტონის სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს გილემი აცხადებს ტენდერს ბეტონის სამუშაოების შესყიდვაზე.

შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს რკინაბეტონის საძირკვლების, ბეტონის, კედლების, რიგელების, სვეტებისა და ფილის ჩასხმა თანდართული პროექტის შესაბამისად.
 

მიწის ნაკვეთის მისამართი: თბილისი, ჯორჯ ბალანჩინის #23 
მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნომერი: 01.13.01.001.087
მიწის ნაკვეთის ფართობი: 7200 მ2 
ჩასასხმელი ბეტონის მოცულობა: 4120 მ3
გამოსაყენებელი არმატურის წონა: 424 ტონა 

სამუშაოს აღწერილობა:

  • შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს რკინაბეტონის საძირკვლების, ბეტონის კედლების, რიგელების, სვეტებისა და ფილის ჩასხმა თანდართული პროექტის შესაბამისად. აღნიშნული ტენდერი ძირითადად მოიცავს სამუშაოებს 0.0 ნიშნულამდე. ანუ საძირკვლის ფილის, სარდაფის კედლების, სარდაფის სვეტების, რიგელების, პანდუსის და სარდაფის გადახურვის ფილის მოწყობას. ასევე სამუშაოებში შესულია სვეტებისა და კიბეების მოწყობა 0.0 ნიშნულიდან 3.9 ნიშნულამდე. შემსრულებლისაგან არ მოითხოვება ქვაბულის გაჭრა და ბალასტის შევსება. შესაბამისად, მან უნდა განახორციელოს მხოლოდ პროექტის 6- 88 გვერდებზე მოცემული სამუშაოები. 
  • შემსრულებელმა უნდა შეასრულოს სამუშაოები თანდართული პროექტის შესაბამისად. ამ ტენდერით გათვალისწინებულია მხოლოდ სამუშაოების შესყიდვა. ბეტონისა და არმატურის შესყიდვას დამკვეთი მოახდენს დამოუკიდებლად.
  • შემსრულებელმა უნდა მოახდინოს წარმოდგენილი პროექტის დეტალური ანალიზი და დამკვეთთან შეათანხმოს ყველა გაუგებარი/ბუნდოვანი საკითხი. პროექტის დეტალურ ანალიზს და განხორციელების ეტაპების შეთანხმებას დამკვეთი და შესრულებელი მოახდენენ ერთობლივად.
  • სასურველია შემსრულებელს საკუთრებაში გააჩნდეს ბეტონის სამუშაოებისათვის საჭირო ყალიბები, სპეციალური მრგვალი ფორმის ყალიბები სვეტებისთვის, დანგრატები და სხვა დამხმარე ტექნიკა. ამ ტექნიკის დაქირავების ფასი ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი სამუშაოების ფასიდან. ასეთის არარსებობის შემთხვევაში შემსრულებელმა უნდა დაიქირავოს აღნიშნული ტექნიკა სხვა მესაკუთრისაგან დამკვეთთან შეთანხმებით.
  • შემსრულებელს აუცილებლად უნდა გააჩნდეს მუშაობისთვის საჭირო ხელსაწყო იარაღები, მაგალითად ბურღი, „ბალგარკა“, ჩაქუჩები, ბრტყელტუჩები და სხვა წვრილმანი ინსტრუმენტები. დამკვეთი არ უზრუნველყოფს შემსრულებელს მსგავსი იარაღებით.
  • მიღებული ბეტონის ზედაპირი უნდა იყოს გლუვი, დეფექტებისა და ნაწიბურების გარეშე. ბეტონის ზედაპირს არ უნდა სჭირდებოდეს შელესვა ან რაიმე დამატებითი სახის დამუშავება.
  • ანაზღაურება განხორციელდება ეტაპობრივად, სამუშაოების შესრულების პარალელურად. ანაზღაურდება განხორციელდება თვეში ორჯერ.
  • შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ. კერძოდ: დამკვეთი, სამუშაოს მოცულობა და ვადები.
  • შემსრულებელი ვალდებულია, შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა აწარმოოს Task management პროგრამა Asana-ს საშუალებით. შემსრულებლის წარმომადგენელმა დამკვეთთან შეთანხმებული პერიოდულობით უნდა მოახდინოს შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის (სიტყვიერი და/ან ფოტოს სახით) ატვირთვა პროგრამაში.
  • შემსრულებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების დაცვაზე სამშენებლო მოედანზე. მან უნდა უზრუნველყოს პერსონალი პირადი დამცავი საშუალებებით (ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ჩაფხუტები, სამაგრი მოწყობილობები). გამოყენებულ მექანიზმებს (მაგ. ამწე) უნდა გააჩნდეს უსაფრთხოების სერტიფიკატები.
  • შემსრულებელი ვალდებულია გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური გადასახადი (დენი, გაზი, ელ. ენერგია) მშენებლობის პერიოდში.
  • შემსრულებელი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს აუცილებელი ინფრასტრუქტურის (სამუშაო, საცხოვრებელი და სასაწყობე კონტეინერები) მოწყობას, რაც საჭიროა მის მიერ განსაზღვრული სამუშაოების შესასრულებლად
  • სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი უზრუნველყოფს სამსენებლო მოედნის დასუფთავებას და ყველა სახის მოწყობილობის და ნარჩენი მასალების მოშორებას. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 5 ივლისი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    29 ივნისი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა