ჩაბარების ვადა:
31 ივლისი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT10053 - ტენდერი გათამაშების ბილეთების დაბეჭდვაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 31 ივლისი, 18:00 საათი.
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს გათამაშების ბილეთების დაბეჭდვაზე.
ბილეთის ზოგადი ტექნიკური პარამეტრები:
(დეტალური ტექნიკური პარამეტრები მოცემულია ფაილში დანართი N1.pdf)
ბილეთების მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს: 600 000 (ექვსასი ათასი) ცალს;
- ზომა - 50 მმ X 100 მმ;
- ბეჭდვა: ორმხრივი, ფერები 4+4;
- ქაღალდი: ოფსეტური, 180-200 გრ;
- ნუმერაცია;
- შტრიხკოდი;
- ლამინაცია: ცალმხრივი;
- პერფორაცია: ერთი;
- სკრეჩ-ველი: ერთი.
დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:
- ტექნიკური დავალება - დანართიN1.pdf;
- ბილეთის ტექნიკური სპეციფიკაცია - Specifications.pdf;
- კომერციული წინადადების შესავსები ფორმა - დანართიN2.xlsx;
- ნიმუშია საბეჭი ფაილი - Print.pdf.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება შევსებული დანართი N2-ს სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში, დასაშვებია წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც, შემდეგი რაოდენობების მიხედვით:
- 100 000 ცალი დაკვეთის შემთხვევაში
- 300 000 ცალი დაკვეთის შემთხვევაში
- 400 000 ცალის დაკვეთის შემთხვევაში
- 500 000 ცალის დაკვეთის შემთხვევაში
- 600 000 ცალის დაკვეთის შემთხვევაში - ტექნიკური დავალების შესაბამისად დამზადებული ბილეთის ნიმუში (აუცილებელია!);
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ, ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 31 ივლისი, 18:00 საათი.
- დოკუმენტაცია, შევსებული დანართიN2 და დაბეჭდილი ნიმუში წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან ხელმოწერა.
- კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს ტენდერის ნომერი - 28/06-NEO-S/PRT-21, პრეტენდენტის დასახელება და საკონტაქტო ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
- ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში დასაშვებია მოთხოვნილი დოკუმენტაციის გაგზავნა ელექტრონული სახით ელ-ფოსტის მისამართზე: dagekyan@gig.ge
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
დიმიტრი აგეკიანი
ელ.ფოსტა: dagekyan@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: (598) 88-94-90
საკონტაქტო პირი ბილეთების მახასიათებლებთან დაკავშირებით:
ესმა ჩაჩანიძე
საკონტაქტო ნომერი: (599) 67-14-14
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები